https://sputnik-georgia.com/20211212/tbilisis-centrsi-antivaqserebi-morig-saprotesto-aqcias-martaven-262796190.html
თბილისის ცენტრში ანტივაქსერები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისის ცენტრში ანტივაქსერები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ
Sputnik საქართველო
თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს - ისინი „მწვანე პასპორტების“ შემოღებას აპროტესტებენ 12.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-12T16:59+0400
2021-12-12T16:59+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262607153_0:22:1280:742_1920x0_80_0_0_e87ce8f29703c689d22fc229b3ed98a8.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები თბილისის ცენტრში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ, მათი ძირითადი მოთხოვნა - „კოვიდ-პასპორტების“ გაუქმებაა.მიტინგზე, რომელიც იმართება ლოზუნგით „არა კოვიდ-ფაშიზმს", რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ისინი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე საქართველოს მთავრობის კანცელარიისკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეებს უკავიათ პლაკატები, ფოტოები QR-კოდებით და ხატებით.აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა, რომ მათ ჩვეული ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტეს, რათა „პატარებისთვის ახალი წელი არ გაეფუჭებინათ“. პარლამენტთან, სადაც ანტივაქსერები ადრე იკრიბებოდნენ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე დამონტაჟდა.„ჩვენ კვლავ გამოვდივართ კოვიდ-ფაშიზმისა და კოვიდ-პასპორტების წინააღმდეგ. არა - სავალდებულო ვაქცინაციას! ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ტომარაძემ მსვლელობის დაწყებამდე.აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა სწორედ მათი პროტესტის გამო დატოვა.ამ წუთებში აქცია გრძელდება, შეკრებილებს სიტყვით აქციის სპიკერები მიმართავენ.საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადოა. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.საქართველოში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულმა ჯგუფმა კოვიდ-გადატანილ პირებთან მიმართებით უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემის იდეის გადახედვის და მისი მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირების რეკომენდაცია გასცა.ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ საქართველოში, შესაძლოა, კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა გადაიხედოს. მან არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების გამო შეიძლება მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება „მწვანე პასპორტს“ და ასევე რეგულაციების აღსრულების სხვა მექანიზმებს, რადგან უვადო „კოვიდ-პასპორტი“ რისკებს შეიცავს.კოვიდ-პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.
https://sputnik-georgia.com/20211212/rodis-dasrukdeba-pandemia-jpmorgan-is-analitikosebma-vadebi-daasaxeles-262795418.html
https://sputnik-georgia.com/20211212/gamyrelize-ar-gamoricxavs-kovid-vaqcinis-meotxe-dozis-gamoyenebas-262795204.html
https://sputnik-georgia.com/20211212/cxaize-vaqcinis-buster-doza-omikrontan-brzolasi-efeqturia-262794226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262607153_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_23b051b2fd10b58aaa9fb622011e224b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
თბილისის ცენტრში ანტივაქსერები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ
16:59 12.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი საპროტესტო აქციებს მართავს - ისინი „მწვანე პასპორტების“ შემოღებას აპროტესტებენ
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები თბილისის ცენტრში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ, მათი ძირითადი მოთხოვნა - „კოვიდ-პასპორტების“ გაუქმებაა.
მიტინგზე, რომელიც იმართება ლოზუნგით „არა კოვიდ-ფაშიზმს", რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ისინი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე საქართველოს მთავრობის კანცელარიისკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეებს უკავიათ პლაკატები, ფოტოები QR-კოდებით და ხატებით.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა, რომ მათ ჩვეული ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტეს, რათა „პატარებისთვის ახალი წელი არ გაეფუჭებინათ“. პარლამენტთან, სადაც ანტივაქსერები ადრე იკრიბებოდნენ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე დამონტაჟდა.
„ჩვენ კვლავ გამოვდივართ კოვიდ-ფაშიზმისა და კოვიდ-პასპორტების წინააღმდეგ. არა - სავალდებულო ვაქცინაციას! ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ტომარაძემ მსვლელობის დაწყებამდე.
აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა სწორედ მათი პროტესტის გამო დატოვა.
ამ წუთებში აქცია გრძელდება, შეკრებილებს სიტყვით აქციის სპიკერები მიმართავენ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადოა. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
საქართველოში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულმა ჯგუფმა კოვიდ-გადატანილ პირებთან მიმართებით უვადო „მწვანე პასპორტის“ გაცემის იდეის გადახედვის და მისი მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირების რეკომენდაცია გასცა.
ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ საქართველოში, შესაძლოა, კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა გადაიხედოს. მან არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების გამო შეიძლება მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება „მწვანე პასპორტს“ და ასევე რეგულაციების აღსრულების სხვა მექანიზმებს, რადგან უვადო „კოვიდ-პასპორტი“ რისკებს შეიცავს.
კოვიდ-პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, კაფე-ბარებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, სპა-ცენტრებში, სასტუმროებსა და ფიტნეს-დარბაზებში შესვლას მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე პირები შეძლებენ.