https://sputnik-georgia.com/20211212/gamyrelize-ar-gamoricxavs-kovid-vaqcinis-meotxe-dozis-gamoyenebas-262795204.html
გამყრელიძე არ გამორიცხავს კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას
გამყრელიძე არ გამორიცხავს კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას
Sputnik საქართველო
ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს. 12.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-12T15:38+0400
2021-12-12T15:38+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270900_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_3870a991552cc2e9f0823b5f8d011c23.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბუსტერ-დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს და მის აუცილებლობაზე საუბრობს.გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ის მესამე, ანუ ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის განეიტრალების გაცილებით უფრო ძლიერი უნარი და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ.დღეისათვის საქართველოში ვაქცინის ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 31.256 ადამიანს. გამყრელიძის თქმით, აქედან 85%-ში გამოყენებულია Pfizer-ის ვაქცინა, დანარჩენ შემთხვევებში - Sinopharm-ი და Sinonac-ი. 7 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ.მათ კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთება ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეუძლიათ.ჯანდაცვის უწყებამ ასევე დააზუსტა 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაციის ვადები – პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 3-დან 12 კვირამდე განისაზღვრა.რაც შეეხება პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.საქართველოში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 36,6%.
https://sputnik-georgia.com/20211212/cxaize-vaqcinis-buster-doza-omikrontan-brzolasi-efeqturia-262794226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251270900_133:0:2266:1600_1920x0_80_0_0_779936d2a4e2e42a6495ee33cb035d22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე არ გამორიცხავს კოვიდ-ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენებას
15:38 12.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ბუსტერ-დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს და მის აუცილებლობაზე საუბრობს.
გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ის მესამე, ანუ ბუსტერ-დოზით აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის განეიტრალების გაცილებით უფრო ძლიერი უნარი და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ.
დღეისათვის საქართველოში ვაქცინის ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 31.256 ადამიანს. გამყრელიძის თქმით, აქედან 85%-ში გამოყენებულია Pfizer-ის ვაქცინა, დანარჩენ შემთხვევებში - Sinopharm-ი და Sinonac-ი.
„უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომში არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
7 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთების ვადა ექვსიდან ხუთ თვემდე შეამცირა.
Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინირებული პირები „ბუსტერ-დოზის“ გაკეთებას მეორე აცრიდან ხუთი თვის შემდეგ შეძლებენ.
მათ კი, ვინც ვაქცინაცია ჩინური Sinovac-ით და Sinopharm-ით ჩაიტარა, მესამე ვაქცინის გაკეთება ბოლო აცრიდან სამი თვის შემდეგ შეუძლიათ.
ჯანდაცვის უწყებამ ასევე დააზუსტა 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაციის ვადები – პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 3-დან 12 კვირამდე განისაზღვრა.
რაც შეეხება პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინირებულ პირებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ პრეპარატ Pfizer-ით არის დაშვებული.
ვაქცინის მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალის შემცირება ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
საქართველოში ბუსტერ-დოზების ადმინისტრირება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.
12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 36,6%.