https://sputnik-georgia.com/20211212/rodis-dasrukdeba-pandemia-jpmorgan-is-analitikosebma-vadebi-daasaxeles-262795418.html
როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ვადები დაასახელეს
როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ვადები დაასახელეს
ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს კოროვირუსული პანდემიის დასასრული და გლობალური ეკონომიკის აღდგენა 12.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-12T16:08+0400
2021-12-12T16:08+0400
2021-12-12T16:08+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
covid-19
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262789819_0:0:3069:1726_1920x0_80_0_0_245873943335f2388014a91b1079a885.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კოროვირუსის პანდემიის დასასრული და მსოფლიო ეკონომიკის საყოველთაო აღდგენა 2022 წელს მოხდება, ამბობენ JPMorgan Chase Global Research-ის ანალიტიკოსები, წერს Axios.ექსპერტების თვალსაზრისით, ახალი ვაქცინებისა და მედიკამენტების შემუშავება გამოიწვევს „ციკლურ აღდგენასა და გლობალური მობილობის დაბრუნებას“, ასევე მომხმარებლებში დაგროვილი მოთხოვნის გამოთავისუფლებას.თუმცა არსებობს პოტენციური რისკები, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის. მათ შორისაა ევროპასა და აზიაში გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციის დონესთან და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა.საინტერესოა, რომ ადრე ცნობილმა ამერიკელმა ქველმოქმედმა, მეწარმემ, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ასევე იწინასწარმეტყველა დამდეგ 2022 წელს COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება.ჯანმოს სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 266 მილიონზე მეტი ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 5,2 მილიონი გარდაიცვალა. ყველაზე რთული ვითარება დაფიქსირდა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.
https://sputnik-georgia.com/20211209/rodis-dasruldeba-pandemia-bil-geitsis-videomimartva-262715713.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262789819_77:0:2808:2048_1920x0_80_0_0_dd23d4640adf69e57e3da6a2487c4710.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, covid-19
საერთაშორისო პანორამა, covid-19
როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია? JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ვადები დაასახელეს
ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს კოროვირუსული პანდემიის დასასრული და გლობალური ეკონომიკის აღდგენა
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. კოროვირუსის პანდემიის დასასრული და მსოფლიო ეკონომიკის საყოველთაო აღდგენა 2022 წელს მოხდება, ამბობენ JPMorgan Chase Global Research-ის ანალიტიკოსები, წერს
Axios.
ექსპერტების თვალსაზრისით, ახალი ვაქცინებისა და მედიკამენტების შემუშავება გამოიწვევს „ციკლურ აღდგენასა და გლობალური მობილობის დაბრუნებას“, ასევე მომხმარებლებში დაგროვილი მოთხოვნის გამოთავისუფლებას.
„ეს პროგნოზი განპირობებულია მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევით, ისევე ადამიანური გამომგონებლობით“, - აღნიშნა მარკო კოლანოვიჩმა, ბანკის წამყვანმა ანალიტიკოსმა.
თუმცა არსებობს პოტენციური რისკები, განსაკუთრებით ინვესტორებისთვის. მათ შორისაა ევროპასა და აზიაში გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციის დონესთან და მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა.
საინტერესოა, რომ ადრე ცნობილმა ამერიკელმა ქველმოქმედმა, მეწარმემ, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ასევე იწინასწარმეტყველა დამდეგ 2022 წელს COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება.
ჯანმოს სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 266 მილიონზე მეტი ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 5,2 მილიონი გარდაიცვალა. ყველაზე რთული ვითარება დაფიქსირდა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.