მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბილ გეიტსმა იცის, როდის დასრულდება პანდემია: ვრცელდება ვიდეომიმართვა

© AP Photo / Ludovic Marinბილ გეიტსი
ბილ გეიტსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. მიუხედავად კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპებისა, COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზა შესაძლოა უკვე მომავალ წელს დასრულდეს, განაცხადა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა.
ბიზნესმენმა აღიარა, რომ არ ელოდებოდა არც ესოდენ გადამდები ვარიანტის, „დელტას“ გაჩენას და არც იმას, რომ ადამიანების დარწმუნებას, ატარონ დამცავი პირბადე, ამდენი ხანი დასჭირდებოდა.

„თუმცა იმედი მაქვს, რომ დასასრული ახლოსაა. კიდევ ერთი პროგნოზის გაკეთება სისულელე იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა უკვე 2022 წელს დასრულდება“, − აღნიშნა მან.

გეიტსის თქმით, მართალია, „ომიკრონი“ მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ახლა მსოფლიო უკეთაა მომზადებული ვირუსთან ბრძოლისთვის, ვიდრე წინა ეტაპებზე იყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 266.504.411 კაცია, რომელთაგან 5.268.849 გარდაიცვალა. ყველაზე რთული პანდემიური ვითარება შეინიშნება აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.
ყველა ახალი ამბავი
0