დასავლეთს ეშინია, რომ პუტინი სსრკ-ს აღადგენს. ეს ის არ არის, რისიც უნდა ეშინოდეს

© photo: Sputnik / Alexander Polyakov / გადასვლა მედიაბანკშისაბჭოთა სიმბოლიკა
საბჭოთა სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
ირინა ალქსნისი
სსრკ-ის დაშლიდან 30 წლისთავის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ისტორიაში შესვლა საბჭოთა კავშირის აღდგენით სურს.
ასეთი გამონათქვამები − რაც არც ისე ხშირად, თუმცა რეგულარულად ისმის ბოლო წლებში − დაბნეულობას იწვევს. იმიტომ რომ გაუგებარია – ადამიანებს მართლაც სჯერათ, რასაც ამბობენ, თუ ეს მათთვის ძალიან მოსახერხებელი პროპაგანდისტული საფრთხობელაა.
ამასთან მეორე პირველზე ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან ცინიკური თვალთმაქცობა და სიცრუე ამ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს აშკარა არაპროფესიონალიზმს, გეოპოლიტიკური მეტოქის ღრმა უმეცრებასა და, ზოგადად, ინტელექტის ნაკლებობას.
ვიქტორია ნულანდი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
მსოფლიო დღეს
ვიქტორია ნულანდი: პუტინს ისტორიაში შესვლა საბჭოთა კავშირის აღდგენით სურს
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინი სსრკ-ის დაშლას გასული საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს და არასოდეს მალავს თავის სენტიმენტალურ გრძნობებს იმ ეპოქის მიმართ. ნულანდისა და მისი ამხანაგების აზრით, ეს აშკარად საკმარისია იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ „ბოროტების იმპერიის“ აღორძინების მზაკვრულ გეგმებში. ის ფაქტი კი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკა საბჭოთა სისტემა, მიუთითა როგორც მის სისტემურ ხარვეზებზე, ისე სსრკ-ის ხელმძღვანელობის სპეციფიკურ ფატალურ შეცდომებზე, მათ, როგორც ჩანს, იმდენად უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, რომ მისი გათვალისწინება საჭიროდ არ მიაჩნიათ.
ამავდროულად, სწორედ აქ არის კონცენტრირებული ვლადიმირ პუტინის დამოკიდებულება ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდისადმი არა როგორც ადამიანისა, არამედ როგორც სახელმწიფო მოღვაწისა, რომელიც მესამე ათწლეულია, რაც ქვეყნის ბედზე უმთავრესი პასუხისმგებელია.
ამ დღეებში კვლავაც აქტიურად იმსხვრევა შუბები იმაზე კამათში, თუ რა იყო სსრკ-ის დაშლის მიზეზები და ვინ იყო ამაში დამნაშავე. თუმცა კარდინალური დაპირისპირებები არსებულ ვერსიებში არც ისე ბევრია და გამოთქმული მოსაზრებების უდიდესი ნაწილი შეიძლება რამდენიმე თეზისად ჩამოყალიბდეს.
1 მაისის დემონსტრაცია  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
მეოცე საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური კატასტროფის საფუძვლები და მნიშვნელობა
პირველი: საბჭოთა კავშირის კრიზისი და სიკვდილი შიდა მიზეზებით იყო განპირობებული. გარე ფაქტორებმა, კერძოდ, დასავლური პროპაგანდის დესტრუქციულმა როლმა, მხოლოდ მცირე, დამხმარე როლი შეასრულა.
მეორე: ეს შიდა მიზეზები უპირატესად სისტემურ ხასიათს ატარებდა. ანუ, რა თქმა უნდა, იყო კონკრეტული ადამიანების კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებსაც საბედისწერო შედეგები მოჰყვა. ეს ეხება ზუსტად 30 წლის წინ ხელმოწერილ ბელოვეჟის შეთანხმებას. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ 1980-იანი წლებისთვის საბჭოთა ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ის ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით ანადგურებდნენ მათი კარიერული კიბის უმაღლეს საფეხურზე ამყვან სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენებმა უხმოდ მიიღეს ახალი სტატუს-კვო და მხოლოდ ერთეულები ცდილობდნენ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას, საბჭოთა საკადრო პოლიტიკის პრინციპულ მანკიერებებზე მეტყველებს. შეიძლება გავიხსენოთ ნაციონალური პრინციპიც, რომელიც სსრკ-ის სახელმწიფოებრივ მშენებლობას დაედო საფუძვლად, და რომელმაც ფატალური როლი შეასრულა მის ბედში. პუტინმა ამაზეც არაერთხელ ისაუბრა. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი ბელოვეჟის ტევრში შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2020
ბელოვეჟის შეთქმულება: როგორ დაინგრა სსრკ და შეიქმნა დსთ
მესამე − ლოგიკურად გამომდინარე პირველი ორი პუნქტიდან: სსრკ-ის დაშლა და კრახი გარდაუვალი იყო თავად მის საფუძველში ჩადებული თავისებურებების გამო. საბჭოთა კავშირი ბანალურად არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ხანგრძლივ პერსპექტივაში.
ამგვარად, ქვეყანამ უდიდესი, 70-წლიანი ექსპერიმენტი დადგა, რომელიც არანაკლებ გრანდიოზული კრახით დასრულდა. თანაც რუსეთი, რსფსრ-ის სახით, ამ ექსპერიმენტში მთავარ დონორად და რესურსების წყაროდ გვევლინებოდა, რაც შესაბამისად, არც მთლად კარგად აისახა მის განვითარებაზე იმ პერიოდში. ის სხვა რესპუბლიკებს შესამჩნევად ჩამორჩებოდა ბევრი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლით.
გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური წარმონაქმნის დაღუპვამ შემაძრწუნებელი შედეგები გამოიწვია ქვეყნისთვის, დააყენა რა ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. რუსეთს ზოგი ნეგატიური ეფექტის (მაგალითად, 1990-იანების დემოგრაფიული ჩავარდნა) აღმოფხვრა კიდევ ათწლეულების განმავლობაში მოუწევს.
თავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2016
სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა
პუტინის მთელი პოლიტიკა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე − ეს საბჭოთა პროექტის პირდაპირ საპირისპირო პოლიტიკაა: კონსერვატიზმი − იდეოლოგიური რადიკალიზმის წინააღმდეგ; თანდათანობითი გარდაქმნები − რევოლუციის წინააღმდეგ; ხალხის გადარჩენა − მობილიზაციისა და სუპერ-ძალისხმევის წინააღმდეგ; ბუნებრივი, ორგანული ზრდა − სპეკულაციური უტოპიური მოდელის შესაბამისად სწრაფი რეფორმების წინააღმდეგ. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
პუტინისთვის, და რუსეთის სახელმწიფო ხელმძღვანელობისთვისაც, საბჭოთა კავშირი, რჩება რა არაერთი შესანიშნავი და ყველაზე თბილი მოგონებების წყაროდ, სახელმწიფო-პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო საფრთხობელაა, იმის ნიმუშია, როგორ არ უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ამ გზას გარანტირებულად მივყავართ მორიგ ნაციონალურ კატასტროფამდე შედარებით ახლო მომავალში. შვიდი ათეული წელი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც რუსეთია, უკიდურესად ცოტაა.
ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მოსაზრება: მინსკი-დასავლეთი-მოსკოვი — მოწყვლადი სამკუთხედი, თუ...
ზემოთ აღწერილი არანაირად არ არის საიდუმლო. პირიქით, ბევრისთვის ეს კარგად მოთელილი, ჩვეულებრივი ჭეშმარიტებაა. ბევრისთვის, მაგრამ აშკარად არა დასავლური საექსპერტო საზოგადოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთა ცოდნა-გაგება რუსეთის შესახებ ვაშინგტონში, ლონდონში, ბერლინში, ბრიუსელსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა.
ამიტომ მხარეებს შორის დიალოგი სულ უფრო ღრმა ორმხრივ დაბნეულობას იწვევს. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების გუშინდელმა ონლაინ-მოლაპარაკებებმა ეს ტენდენცია მხოლოდ გააღრმავა. თავიდან დასავლეთმა მთელ მსოფლიოში მოაწყო მედიაისტერია მოსკოვის უკრაინაში თითქოს წინასწარ განსაზღვრული შეჭრის შესახებ, და თავადაც სიხარულით დაიჯერა ეს.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სამყაროს სურათი, რომელზეც კრემლი პორთოსის პრინციპით („ვჩხუბობ უბრალოდ იმიტომ, რომ ვჩხუბობ“) ხელმძღვანელობს და მზადაა მეზობელ ქვეყანაში შეიჭრას, სრულიად ორგანულად ეწერება წარმოდგენაში ვლადიმირ პუტინის მეგალომანურ სწრაფვაზე – აღადგინოს 30 წლის წინ დაღუპული სახელმწიფო.
რუსეთს ისღა რჩება, თავშეკავებულ–შემცბარი კომენტარები გააკეთოს პარტნიორების უცნაურ, რომ არ ვთქვათ, არც ისე ადეკვატურ ქცევებზე. და, კიდევ, ჰიპერბგერითი, ბირთვული და სხვა „დამაწყნარებელი ხალათები“ ამზადოს იმ შემთხვევისთვის, თუ ვითარება გაუარესდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0