ვის ეკრძალება არაჟანი და რატომ: ნუტრიციოლოგის განმარტება

© Pixabay / Welikodubარაჟანი
არაჟანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. არაჟანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რძის პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა კერძების შესაზავებლადაც გამოიყენება და ცალკე საჭმელადაც. თუმცა არსებობს ადამიანთა კატეგორიები, რომლებისთვისაც ამ სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტის მიღება რეკომენდებული არ არის, ან იკრძალება კიდეც, აცხადებს ნუტრიციოლოგი ოლგა კოვინენკო.
მისი თქმით, არაჟანს დიდი კვებითი ღირებულება აქვს რძის ცხიმის დიდი შემცველობის გამო. ამასთან, ის დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს კბილების, ძვლებისა და ფრჩხილების გამაგრებას.
წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
იდეალური პროდუქტი წნევის დასაწევად: მეცნიერებმა 42-წლიანი კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს
გარდა ამისა, არაჟანში შედის ისეთი ვიტამინები და ელემენტები, როგორებიცაა: С, РР, Е, А, В12, В2, ფოსფორი და რკინა, ასევე მიკროორგანიზმები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას აუმჯობესებს.
სპეციალისტის თქმით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არაჟანს აქვს ორგანიზმიდან „შლაკებისა“ და ტოქსინების გამოდევნის, იმუნიტეტის გაძლიერების, კანის მდგომარეობის გაუმჯობესების, ჰორმონალური ფონისა და წნევის დარეგულირების უნარი.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტის თქმით, არაჟანთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები არსებობს.
ხაჭო თასით - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
რატომ უნდა მიირთვათ ხაჭო ყოველდღე: საყურადღებო რეკომენდაცია ექიმისგან
მისი მიღება ეკრძალებათ:
1,5 წლამდე ასაკის ბავშვებს − ვინაიდან ამ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ჯერ კიდევ არ არის მზად ცილის ამ სახეობის სრულფასოვნად გადამუშავებისთვის;
ღვიძლის დაავადებების მქონეებს;
კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების მქონეებს;
კუჭის წყლულითა და გასტრიტით დაავადებულებს;
წონაში დაკლების მსურველებს − მისი მაღალკალორიულობიდან გამომდინარე.

„არაჟანი რძემჟავა პროდუქტია (ნაღები და საფუარი), ცხიმის საკმაოდ მაღალი შემცველობით − 10%-დან 30%-მდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა“, − ამბობს კოვინენკო.

მისი თქმით, არაჟანი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისა (1,5 წელზე ზემოთ) და ფიზიკურად აქტიური ზრდასრულებისთვის, ვინაიდან ის ცილითა და ცხიმებითაა მდიდარი.
პიტნის ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
ვის, რატომ და როდის ეკრძალება პიტნა: ექიმის კატეგორიული გაფრთხილება
არაჟანი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მაგალითად:
უმ სტაფილოსთან ერთად ის აუმჯობესებს მხედველობას და აძლიერებს იმუნიტეტს;
ხსნის მზით დამწვრობას − კვებითი თვისებებისა და რძემჟავას წყალობით არაჟანი შესანიშნავად ატენიანებს კანს, ამშვიდებს მას და ამასთან მათეთრებელი ეფექტიც აქვს;
არაჟანი კარგი ანტიდეპრესანტია და ადამიანს ცუდ განწყობასთან ბრძოლაში ეხმარება.
ყველა ახალი ამბავი
0