იდეალური პროდუქტი წნევის დასაწევად: მეცნიერებმა 42-წლიანი კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს

© Pixabay / geraldoswald62წნევის გაზომვა
წნევის გაზომვა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი − Sputnik. იოგურტის (მაწვნის) ყოველდღიური მიღება ამცირებს ჰიპერტონიის განვითარების რისკს და ამასთან სისხლის წნევის დაქვეითებაში ეხმარება მათ, ვისაც უკვე აქვს ჰიპერტონია, აცხადებენ ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში International Dairy Journal.
მკვლევარებმა არტერიულ წნევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და იოგურტის (მაწვნის) მოხმარებას შორის კავშირი შეისწავლეს, რა დროსაც იმ 915 ზრდასრული პაციენტის მონაცემებს დაეყრდნენ, რომლებიც 1974 წელს დაწყებულ Maine-Syracuse Longitudinal Study-ს გრძელვადიან კვლევაში მონაწილეობდნენ. კვლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, უპირველესად კი ჰიპერტონიის რისკ-ფაქტორებს ეძღვნებოდა.
ხაჭო თასით - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
რატომ უნდა მიირთვათ ხაჭო ყოველდღე: საყურადღებო რეკომენდაცია ექიმისგან
შეადარეს რა ერთმანეთს კვლევის მონაწილეების კვების სტრუქტურა და მათი სამედიცინო მაჩვენებლები, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იოგურტის (მაწვნის) მოხმარება დაბალ არტერიულ წნევასთანაა კორელაციაში, მათ შორის, ჰიპერტონიკების შემთხვევაშიც.

„რძის პროდუქტები, განსაკუთრებით კი იოგურტი, ამცირებს სისხლის წნევას. ეს იმას უკავშირდება, რომ რძის პროდუქტები მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს − კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის ჩათვლით, რომლებიც სისხლის წნევის რეგულაციაში მონაწილეობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა იოგურტი. ის ასევე შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც სისხლის წნევის დაქვეითებისთვის ხელშემწყობი ბაქტერიების გამომუშავებას უწყობს ხელს“, − აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრა ვეიდი.

კვლევამ აჩვენა, რომ იოგურტის (მაწვნის) მცირე რაოდენობის ეპიზოდური მოხმარებაც კი აქვეითებს სისხლის წნევას ჰიპერტონიით დაავადებულებში. ხოლო მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევდა იოგურტს, არტერიული წნევის მაჩვენებელი თითქმის შვიდი პუნქტით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ პროდუქტს არ იღებდა.
იოგურტის საუზმე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2020
არ ჭამოთ უზმოზე: გერმანელი დიეტოლოგები რამდენიმე პროდუქტს ასახელებენ
მანამდერაქტიკოსმა გასტროენტეროლოგმა ლეილა ბოლატჩიევამ განაცხადა, რომ დილით მშიერ კუჭზე იოგურტის მიღება ძალიან ცუდი არჩევანია, ვინაიდან ის სწრაფად გამოიდევნება კუჭიდან, ამ დროს კი კუჭი მუშაობასა და საჭმლის გადამამუშავებელი ფერმენტებისა და ქლორწყალბადმჟავის სინთეზირებას განაგრძობს. ანუ, იოგურტით რეგულარულად საუზმობის შემთხვევაში არსებობს რისკი – შეიძინოთ გარკვეული პრობლემები კუჭთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0