ვის, რატომ და როდის ეკრძალება პიტნა: ექიმის კატეგორიული გაფრთხილება

© Pixabay / congerdesignპიტნის ჩაი
პიტნის ჩაი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. პიტნა ზოგ შემთხვევაში შეიძლება მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის, აცხადებს ნუტრიციოლოგი მარია ტიხომიროვა.
სპეციალისტმა ჩამოთვალა შემთხვევები, როდესაც პიტნის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ.
მისი თქმით, პიტნის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უპირველესად დაბალი წნევის მქონეებმა უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან მცენარეს ჰიპოტენზიური ეფექტი აქვს. გარდა ამისა, პიტნა ასევე უკუჩვენებითია ვარიკოზული დაავადებებისას, რადგან ის სისხლძარღვების ტონუსს აქვეითებს.
თუმცა, ექსპერტის განმარტებით, პიტნის მავნებლობა ამით არ შემოიფარგლება.

„პიტნამ მამაკაცებს შეიძლება ლიბიდო დაუქვეითოს. და თუ ქალი დაორსულებას გეგმავს, უმჯობესია, მანაც უარი თქვას პიტნაზე“, — ამბობს ტიხომიროვა.

პიტნის უკუჩვენებების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
დაბალი არტერიული წნევა;
ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
ალერგიული რეაქციები;
ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები;
არ შეიძლება პიტნის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში და არ უნდა მივცეთ ის სამ წლამდე ბავშვებს;
კუჭის ქრონიკული მაღალი მჟავიანობა;
პიტნის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულის არეში და უძილობა.
ამასთან ექიმი ხაზს უსვამს, რომ მათ, ვისაც ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები არ აწუხებს, პიტნა მხოლოდ სარგებელს მოუტანს. კერძოდ, დაეხმარება შაკიკთან და ასევე ნაწლავებისა თუ მენსტრუალურ ტკივილებთან გამკლავებაში, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.
© Pixabay / congerdesignპიტნა
პიტნა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
პიტნა

პიტნის სასარგებლო თვისებები

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, მადას, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ებრძვის მუცლის შებერილობას.
აქვეითებს არტერიულ წნევას.
აუმჯობესებს პირის ღრუს მდგომარეობას: აქრობს უსიამოვნო სუნს, სპობს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს კარიესს. სწორედ ამიტომ პიტნის ექსტრაქტს უმატებენ კბილის პასტაში.
გამოიყენება, როგორც პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება.
კურნავს დეპრესიისგან.
აუმჯობესებს მეხსიერებას, გონების მუშაობას.
ხსნის ტკივილის სინდრომს.
უმკლავდება უძილობას, ისტერიას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ხელს უწყობს შეკრულობისგან გათავისუფლებაში, გამოაქვს ნაღველი, ქოლესტერინი, წმენდს თირკმელებს.
ორგანიზმს ეხმარება გაციების, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, აწესრიგებს ფილტვებთან და სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ასტიმულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
აუმჯობესებს თმის მდგომარეობას, ხელს უწყობს ქერტლის მოშორებას, ეწინააღმდეგება გამელოტებას.
შველის შაკიკის დროს – ჩინელი და იაპონელი მკურნალები მას ხმარობდნენ შაკიკის სამკურნალოდ, ასევე კუჭ–ნაწლავის დაავადებებისა და შინაგანი სისხლდენის შესაჩერებლად.
როგორც ექიმი ამბობს, პიტნისგან შეიძლება მომზადდეს იდეალური სასმელი, რომელიც არაერთ პრობლემას მოუხსნის ადამიანს.

პიტნის ჩაისა და ნაყენის დამზადების ხერხები

პიტნის ჩაი - ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ამშვიდებს, კარგია ჯანსაღი ძილისთვის, ასევე გაციების დროს.
აიღეთ ახალი პიტნის ოთხი ფოთოლი, დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 20 წამის შემდეგ წყალი გადაასხით, შემდეგ კი ისევ დაასხით მდუღარე წყალი და ამჯერად გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში. დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ჭიქა პიტნის ჩაი. ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივ ან სხვა ბალახეულ ჩაიში ჩაუმატოთ 1–2 ფოთოლი პიტნის ფოთოლი.
პიტნის ნაყენი - კარგია გასტრიტის პროფილაქტიკისთვის, პირღებინებისას, გულის არეში ტკივილის დროს. ასევე დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობაში (გამოვლების სახით).
პიტნის ნაყენის დასამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი გამხმარი მცენარე, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30–40 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ჭიქის მესამედი დღეში ორჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

პიტნის ნახარში ქალებს კლიმაქსის დროს მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება.
აიღეთ ორი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნა, დაასხით 500 მილიგრამი ცხელი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3–4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

პიტნის სპირტზე დაყენებული ნაყენი - სასარგებლოა თავის ტკივილების დროს.
ამისთვის ერთ ჩაის კოვზ მშრალ პიტნას დაასხით 100 მილიგრამი სპირტი და გააჩერეთ ერთი კვირის განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0