https://sputnik-georgia.com/20211208/ukrainas-uvargisi-iararit-amarageben-262689724.html
მოსაზრება: უკრაინას უვარგისი იარაღით ამარაგებენ
მოსაზრება: უკრაინას უვარგისი იარაღით ამარაგებენ
Sputnik საქართველო
დღეს ნატოს ბევრი ქვეყანა ცდილობს დაეხმაროს უკრაინას იარაღით. ამავდროულად დიდი ალბათობით აცნობიერებენ, რომ რუსეთთან ჰიპოთეტურ კონფლიქტში ეს მიწოდებები მხოლოდ... 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T14:31+0400
2021-12-08T14:31+0400
2021-12-08T19:20+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
უკრაინა
ნატო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24477/57/244775779_0:157:3083:1891_1920x0_80_0_0_1d30f5d9d02e3e5ebe2d88a6ee570db3.jpg
დღეს ნატოს ბევრი ქვეყანა ცდილობს დაეხმაროს უკრაინას იარაღით. ამავდროულად დიდი ალბათობით აცნობიერებენ, რომ რუსეთთან ჰიპოთეტურ კონფლიქტში ეს მიწოდებები მხოლოდ გაზრდის მსხვერპლისა და ნგრევის რიცხვს და ვერ შეცვლის კიევის რეჟიმისთვის ტრაგიკულ შედეგს.კოლექტიური დასავლეთი ღიად ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალების დასამარხად მოძველებული და არაეფექტური იარაღის ნანგრევებში, რომლის ფასსაც უკრაინა გადაიხდის.6 ნოემბერს ამერიკელებმა საზეიმოდ გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს (უფრო ზუსტად, მიჰყიდეს) აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ ჩამოწერილი ორი ნავი კატარღა Island, რომლის დანიშნულებაც თავდაპირველად კონტრაბანდისტებისა და ნარკოვაჭრების წინააღმდეგ ბრძოლა იყო სანაპირო ზონაში. უკრაინის არმიის 30 წლის იუბილეზე ეს დამამცირებლად გამოიყურება, ვინაიდან საპატრულო კატარღის ძირითადი შეიარაღება − ორი ტყვიამფრქვევია, რომლებიც სრულიად უსარგებლოა თანამედროვე საზღვაო ბრძოლაში.უკრაინა აშშ-სგან იმ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებასაც გეგმავს, რომლებიც მანამდე ავღანეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი. ვაშინგტონი მზადაა მიჰყიდოს კიევს ექვსი მსუბუქი მოიერიშე Embraer EMB 314 Super Tucano.ასეთი მანქანები შეიძლება დონბასში წინააღმდეგობის ჩასახშობად გამოდგეს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაკარგები 11 თვითმფრინავი და 7 შვეულმფრენია. მაგრამ ისინი სრულიად უსარგებლოა რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან დაპირისპირებაში. ამიტომ შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ების სარაკეტო ბატარეების ფარულად გადასროლისთვის ემზადება.ლიეტუვამ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, უკრაინას დაჟანგული, სასროლად უვარგისი საბრძოლო მასალები გადასცა. შედეგად, უკრაინის არმიის 56-ე ბრიგადის გეგმური სწავლება ჩაიშალა, ხოლო ჯარებში შემოწმებები დაიწყო ლიეტუვური „დივერსიის“ მასშტაბების გამოსავლენად.ვარშავა კიევისთვის 5.000 რეაქტიული ჭურვის გადასაცემად ემზადება. ეს ზალპური ცეცხლის სისტემა „გრადისთვის“ საჭირო 122 მმ კალიბრის ჭურვებია, რომლებმაც „რუსული აგრესია“ უნდა შეაკავოს. მაგრამ პოლონური ჭურვები ათობით წლის განმავლობაში ინახებოდა ღია ცის ქვეშ, უტილიზაციას ექვემდებარება და სახიფათოა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის – შეიძლება პირდაპირ სროლის ადგილზე აფეთქდეს.შევნიშნავთ, უკრაინის არტილერიას მწვავედ არ ჰყოფნის ახალი შეიარაღება, საბრძოლო მასალები, დაზვერვისა და დამიზნების თანამედროვე საშუალებები.უკრაინის შეიარაღებული ძალების ავღანიზაციაუკრაინაში 2014 წლის შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა, კიევის რეჟიმი შეეცადა დაეჩქარებინა ქვეყნის ნატოსკენ მოძრაობა. ეს კურსი ჯერ კიდევ 2002 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, 2014 წლის ყირიმის გაზაფხულამდე დიდი ხნით ადრე.უკრაინულ ჯარებს აქტიურად ამზადებენ ალიანსის ინსტრუქტორები, მიმდინარეობს გადაიარაღება ნატოს სტანდარტების მიხედვით ე.წ. QUINT ფორმატში (აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის და პოლონეთის ერთობლივი ძალისხმევით).უკრაინის არმიის არსენალში გაჩნდა ამერიკული ტანსკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები Javelin, სნაიპერული შაშხანა Barret, ასევე ჯავშანტრანსპორტიორები Saxon. ამასთან უკრაინული სამხედრო-საზღვაო ძალები პრაქტიკულად არ არსებობს − ძველი (საბჭოთა) ტექნიკა უუნაროა.უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე, ნატოს სტანდარტებით შექმნილი ჯავშანმობილი „კოზაკი-2М1“ მხოლოდ 7,62 მმ კალიბრის ტყვიებისგან იცავს. ცალკეული „ჯაველინები“, „ბარეტები“, „ბაირახტარები“ და ნატოს სხვა გარეკლამებული შეიარაღება უკრაინულ ჯარებს წარმატების გარანტიას ვერ აძლევს.უკრაინის არმიის თურქული წარმოების მოიერიშე დრონები Bayraktar TB2 დონბასში − ეს მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა და შეუძლია რუსეთის მხრიდან ოპერატიული და მაღალტექნოლოგიური რეაქცია გამოიწვიოს. რაც მეტი იქნება უპილოტო საფრენი აპარატი, მით ხისტი იქნება პასუხი. უკრაინის აღმოსავლეთში ხომ რუსეთის 500 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.გასული შვიდი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა ქვეყნებმა კიევს მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება გაუწიეს. უკრაინა სამხედრო ხარჯების 2,1 მილიარდიდან (2021 წლის მაჩვენებელი) 11,7 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს. მაგრამ ავღანურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საცდელი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა უფრო იოლია, ვიდრე მისი არმიის საბრძოლო მზადყოფნისა.ნატოს სტანდარტებზე გადასვლა ჯარების მომზადების მთელი მანამდელი სისტემის დემონტაჟსა და ახლის შექმნას მოიაზრებს. ნატოს შეიარაღების ექსპლუატაციისთვის ამერიკელი და ბრიტანელი ინსტრუქტორები 2015 წლიდან ამზადებენ უკრაინელ სამხედროებს ნიკოლაევისა და ლვოვის მახლობლად არსებულ პოლიგონებზე.მანამდე ანალოგიურად იყო „რეფორმირებული“ ჯარები ავღანეთში, ერაყში და ამ ექსპერიმენტებს წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. ნატოს სტრუქტურული ორგანიზაცია, სამეთაურო და საკომუნიკაციო სისტემა, ტაქტიკა, აღჭურვილობა და იარაღი ცუდად იდგამს ფესვებს უცხო მიწაზე.უფრო მეტიც, შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა პლანეტაზე აშშ-ის და ნატოს მონაწილეობით ხარისხში არ გადადის − ალიანსს არცერთი წარმატებული სახმელეთო ოპერაცია არ ჩაუტარებია.წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს მესამე სამყაროს ქვეყნებში პენტაგონის ყველა ომი ბოლო 75 წლის განმავლობაში. ავღანეთის პროამერიკულ მთავრობას ვერაფერი უშველა „ნატოს მიღმა აშშ-ის ძირითადი მოკავშირის“ სტატუსმა, რაზეც ასე ოცნებობენ კიევში.უახლესი ისტორიის მოვლენები შესაძლებელს ხდის გაკეთდეს დასკვნა, რომ ალიანსის სტანდარტები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უსარგებლოა. მეორე მხრივ, უკრაინული არმია აშშ-ის ხელში იაფფასიანი ინსტრუმენტი ხდება, რომლის დაკარგვაც რუსეთთან შუამავლობით ომში დასანანი არ არის.წითელი ხაზებიაშშ-ისა და ნატოს მიზანი − კიევის ანტირუსული რეჟიმის დახმარებით რუსეთის საზღვრებთან უსასრულო საომარი კონფლიქტის გაღვივებაა. კონცეპტუალურად უკრაინული კონფლიქტი კარიბის კრიზისის „უკუღმა“ ტოლფასია. აშშ და ნატო ძალიან ახლოს მოვიდნენ. მოსკოვი „პარტნიორებს“ უკრაინის გიგანტურ სამხედრო ბაზად გადაქცევის უფლებას არ აძლევს, რომელიც რუსეთის ეროვნული უშიშროების ინტერესებს დაემუქრება.რუსეთის ფსონები ამ კონფლიქტში უკიდურესად მაღალია. მოსკოვი გადამჭრელი მოქმედებებისთვისაა მზად. იძულებითი მშვიდობის რუსული ოპერაციის შემდეგ კიევის რეჟიმი, ხატოვნად რომ ვთქვათ, „კიევურ კოტლეტად“ გადაიქცევა. უფრო ადეკვატური მთავრობის მქონე უკრაინა დამოუკიდებელი განვითარების, მშვიდობიანი რეფორმებისა და იქითკენ უპერსპექტივო სწრაფვის გზას დაუბრუნდება, სადაც არ ელოდებიან (ნატო). სისტემათა ამ კოორდინატაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების დიალოგი არაფერს შეცვლის.„უცნაურია, რომ „პარტნიორები“ ასე შეუღწევადები არიან რუსეთის პოზიციის მიმართ, რომელიც მოუწყვლადია სამხედრო თვალსაზრისით (როგორც ნებისმიერი სხვა ბირთვული სახელმწიფო). მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოკლედ და ლაკონურად გამოხატა თავისი სტრატეგია უკრაინის მიმართ: „ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, გავაფრთხილეთ, რომ იძულებული ვიქნებით მივიღოთ ადეკვატური საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.ჯერ კიდევ 2006 წელს, უკრაინის ნატოში შესვლის თაობაზე გამართული დისკუსიისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის ამას არ დაუშვებს. რუსეთს კონვენციური შეიარაღების ფართო სპექტრი აქვს. დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის მიერ მონიშნული „წითელი ხაზის“ იგნორირებას, რომელიც კიევზე გადის.2015 წელს აშშ-ის სახმელეთო ჯარების ასოციაციის კონფერენციაზე (AUSA) გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „რუსული ჯარების ცეცხლმა, რა დროსაც ზემოდან განადგურების საბრძოლო მასალები იყო გამოყენებული თერმობარულ ქობინებთან ერთად, ორი მექანიზებული ბატალიონი... სამ წუთში განადგურდა“.ასეა თუ ისე, ჭკვიანები სხვების შეცდომებზე სწავლობენ. რუსეთი კი უფლებას არ მისცემს „პარტნიორებს“, პოსტსაბჭოთა სივრცე მტრობისა და თვითგანადგურების სივრცედ გადააქციონ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211130/mzad-arian-tuaraamerikuli-gamanadgureblebi-ibrzolon-ukraoinistvis-262474231.html
https://sputnik-georgia.com/20211012/amerikuli-iarari-ukrainasi-260472055.html
https://sputnik-georgia.com/20210921/rapid-trident-2021-259770813.html
https://sputnik-georgia.com/20211206/ra-undat-amerikelebs-putinisgan-da-rit-daemuqrebian-mas-262628491.html
https://sputnik-georgia.com/20211201/nato-ukrainis-daxmarebas-ganagrzobs-262509797.html
https://sputnik-georgia.com/20211119/frangi-ministri-ukrainis-gamo-imuqreba-262222369.html
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24477/57/244775779_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_9f3a8d04d42b86960b534915c7e77f6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , ნატო , აშშ
პოლიტიკა, რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები, უკრაინა , ნატო , აშშ
დღეს ნატოს ბევრი ქვეყანა ცდილობს დაეხმაროს უკრაინას იარაღით. ამავდროულად დიდი ალბათობით აცნობიერებენ, რომ რუსეთთან ჰიპოთეტურ კონფლიქტში ეს მიწოდებები მხოლოდ გაზრდის მსხვერპლისა და ნგრევის რიცხვს და ვერ შეცვლის კიევის რეჟიმისთვის ტრაგიკულ შედეგს.
კოლექტიური დასავლეთი ღიად ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალების დასამარხად მოძველებული და არაეფექტური იარაღის ნანგრევებში, რომლის ფასსაც უკრაინა გადაიხდის.
6 ნოემბერს ამერიკელებმა საზეიმოდ გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს (უფრო ზუსტად, მიჰყიდეს) აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ ჩამოწერილი ორი ნავი კატარღა Island, რომლის დანიშნულებაც თავდაპირველად კონტრაბანდისტებისა და ნარკოვაჭრების წინააღმდეგ ბრძოლა იყო სანაპირო ზონაში. უკრაინის არმიის 30 წლის იუბილეზე ეს დამამცირებლად გამოიყურება, ვინაიდან საპატრულო კატარღის ძირითადი შეიარაღება − ორი ტყვიამფრქვევია, რომლებიც სრულიად უსარგებლოა თანამედროვე საზღვაო ბრძოლაში.
უკრაინა აშშ-სგან იმ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებასაც გეგმავს, რომლებიც მანამდე ავღანეთის არმიისთვის იყო განკუთვნილი. ვაშინგტონი მზადაა მიჰყიდოს კიევს ექვსი მსუბუქი მოიერიშე Embraer EMB 314 Super Tucano.
ასეთი მანქანები შეიძლება დონბასში წინააღმდეგობის ჩასახშობად გამოდგეს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაკარგები 11 თვითმფრინავი და 7 შვეულმფრენია. მაგრამ ისინი სრულიად უსარგებლოა რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან დაპირისპირებაში. ამიტომ შეერთებული შტატები უკრაინაში Patriot-ების სარაკეტო ბატარეების ფარულად გადასროლისთვის ემზადება.
ლიეტუვამ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, უკრაინას დაჟანგული, სასროლად უვარგისი საბრძოლო მასალები გადასცა. შედეგად, უკრაინის არმიის 56-ე ბრიგადის გეგმური სწავლება ჩაიშალა, ხოლო ჯარებში შემოწმებები დაიწყო ლიეტუვური „დივერსიის“ მასშტაბების გამოსავლენად.
ვარშავა კიევისთვის 5.000 რეაქტიული ჭურვის გადასაცემად ემზადება. ეს ზალპური ცეცხლის სისტემა „გრადისთვის“ საჭირო 122 მმ კალიბრის ჭურვებია, რომლებმაც „რუსული აგრესია“ უნდა შეაკავოს. მაგრამ პოლონური ჭურვები ათობით წლის განმავლობაში ინახებოდა ღია ცის ქვეშ, უტილიზაციას ექვემდებარება და სახიფათოა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის – შეიძლება პირდაპირ სროლის ადგილზე აფეთქდეს.
შევნიშნავთ, უკრაინის არტილერიას მწვავედ არ ჰყოფნის ახალი შეიარაღება, საბრძოლო მასალები, დაზვერვისა და დამიზნების თანამედროვე საშუალებები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავღანიზაცია
უკრაინაში 2014 წლის შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა, კიევის რეჟიმი შეეცადა დაეჩქარებინა ქვეყნის ნატოსკენ მოძრაობა. ეს კურსი ჯერ კიდევ 2002 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, 2014 წლის ყირიმის გაზაფხულამდე დიდი ხნით ადრე.
უკრაინულ ჯარებს აქტიურად ამზადებენ ალიანსის ინსტრუქტორები, მიმდინარეობს გადაიარაღება ნატოს სტანდარტების მიხედვით ე.წ. QUINT ფორმატში (აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის და პოლონეთის ერთობლივი ძალისხმევით).
უკრაინის არმიის არსენალში გაჩნდა ამერიკული ტანსკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები Javelin, სნაიპერული შაშხანა Barret, ასევე ჯავშანტრანსპორტიორები Saxon. ამასთან უკრაინული სამხედრო-საზღვაო ძალები პრაქტიკულად არ არსებობს − ძველი (საბჭოთა) ტექნიკა უუნაროა.
21 სექტემბერი 2021, 14:56
უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიამაყე, ნატოს სტანდარტებით შექმნილი ჯავშანმობილი „კოზაკი-2М1“ მხოლოდ 7,62 მმ კალიბრის ტყვიებისგან იცავს. ცალკეული „ჯაველინები“, „ბარეტები“, „ბაირახტარები“ და ნატოს სხვა გარეკლამებული შეიარაღება უკრაინულ ჯარებს წარმატების გარანტიას ვერ აძლევს.
უკრაინის არმიის თურქული წარმოების მოიერიშე დრონები Bayraktar TB2 დონბასში − ეს მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა და შეუძლია რუსეთის მხრიდან ოპერატიული და მაღალტექნოლოგიური რეაქცია გამოიწვიოს. რაც მეტი იქნება უპილოტო საფრენი აპარატი, მით ხისტი იქნება პასუხი. უკრაინის აღმოსავლეთში ხომ რუსეთის 500 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.
გასული შვიდი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა ქვეყნებმა კიევს მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება გაუწიეს. უკრაინა სამხედრო ხარჯების 2,1 მილიარდიდან (2021 წლის მაჩვენებელი) 11,7 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს. მაგრამ ავღანურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საცდელი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა უფრო იოლია, ვიდრე მისი არმიის საბრძოლო მზადყოფნისა.
ნატოს სტანდარტებზე გადასვლა ჯარების მომზადების მთელი მანამდელი სისტემის დემონტაჟსა და ახლის შექმნას მოიაზრებს. ნატოს შეიარაღების ექსპლუატაციისთვის ამერიკელი და ბრიტანელი ინსტრუქტორები 2015 წლიდან ამზადებენ უკრაინელ სამხედროებს ნიკოლაევისა და ლვოვის მახლობლად არსებულ პოლიგონებზე.
მანამდე ანალოგიურად იყო „რეფორმირებული“ ჯარები ავღანეთში, ერაყში და ამ ექსპერიმენტებს წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. ნატოს სტრუქტურული ორგანიზაცია, სამეთაურო და საკომუნიკაციო სისტემა, ტაქტიკა, აღჭურვილობა და იარაღი ცუდად იდგამს ფესვებს უცხო მიწაზე.
უფრო მეტიც, შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა პლანეტაზე აშშ-ის და ნატოს მონაწილეობით ხარისხში არ გადადის − ალიანსს არცერთი წარმატებული სახმელეთო ოპერაცია არ ჩაუტარებია.
წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს მესამე სამყაროს ქვეყნებში პენტაგონის ყველა ომი ბოლო 75 წლის განმავლობაში. ავღანეთის პროამერიკულ მთავრობას ვერაფერი უშველა „ნატოს მიღმა აშშ-ის ძირითადი მოკავშირის“ სტატუსმა, რაზეც ასე ოცნებობენ კიევში.
უახლესი ისტორიის მოვლენები შესაძლებელს ხდის გაკეთდეს დასკვნა, რომ ალიანსის სტანდარტები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უსარგებლოა. მეორე მხრივ, უკრაინული არმია აშშ-ის ხელში იაფფასიანი ინსტრუმენტი ხდება, რომლის დაკარგვაც რუსეთთან შუამავლობით ომში დასანანი არ არის.
აშშ-ისა და ნატოს მიზანი − კიევის ანტირუსული რეჟიმის დახმარებით რუსეთის საზღვრებთან უსასრულო საომარი კონფლიქტის გაღვივებაა. კონცეპტუალურად უკრაინული კონფლიქტი კარიბის კრიზისის „უკუღმა“ ტოლფასია. აშშ და ნატო ძალიან ახლოს მოვიდნენ. მოსკოვი „პარტნიორებს“ უკრაინის გიგანტურ სამხედრო ბაზად გადაქცევის უფლებას არ აძლევს, რომელიც რუსეთის ეროვნული უშიშროების ინტერესებს დაემუქრება.
რუსეთის ფსონები ამ კონფლიქტში უკიდურესად მაღალია. მოსკოვი გადამჭრელი მოქმედებებისთვისაა მზად. იძულებითი მშვიდობის რუსული ოპერაციის შემდეგ კიევის რეჟიმი, ხატოვნად რომ ვთქვათ, „კიევურ კოტლეტად“ გადაიქცევა. უფრო ადეკვატური მთავრობის მქონე უკრაინა დამოუკიდებელი განვითარების, მშვიდობიანი რეფორმებისა და იქითკენ უპერსპექტივო სწრაფვის გზას დაუბრუნდება, სადაც არ ელოდებიან (ნატო). სისტემათა ამ კოორდინატაში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების დიალოგი არაფერს შეცვლის.
„უცნაურია, რომ „პარტნიორები“ ასე შეუღწევადები არიან რუსეთის პოზიციის მიმართ, რომელიც მოუწყვლადია სამხედრო თვალსაზრისით (როგორც ნებისმიერი სხვა ბირთვული სახელმწიფო). მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოკლედ და ლაკონურად გამოხატა თავისი სტრატეგია უკრაინის მიმართ: „ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, გავაფრთხილეთ, რომ იძულებული ვიქნებით მივიღოთ ადეკვატური საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ჯერ კიდევ 2006 წელს, უკრაინის ნატოში შესვლის თაობაზე გამართული დისკუსიისას ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის ამას არ დაუშვებს. რუსეთს კონვენციური შეიარაღების ფართო სპექტრი აქვს. დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის მიერ მონიშნული „წითელი ხაზის“ იგნორირებას, რომელიც კიევზე გადის.
2015 წელს აშშ-ის სახმელეთო ჯარების ასოციაციის კონფერენციაზე (AUSA) გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „რუსული ჯარების ცეცხლმა, რა დროსაც ზემოდან განადგურების საბრძოლო მასალები იყო გამოყენებული თერმობარულ ქობინებთან ერთად, ორი მექანიზებული ბატალიონი... სამ წუთში განადგურდა“.
ასეა თუ ისე, ჭკვიანები სხვების შეცდომებზე სწავლობენ. რუსეთი კი უფლებას არ მისცემს „პარტნიორებს“, პოსტსაბჭოთა სივრცე მტრობისა და თვითგანადგურების სივრცედ გადააქციონ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს