მოსაზრება: მზად არიან თუ არა აშშ-ის გამანადგურებლები, იბრძოლონ უკრაინისთვის

© photo: Sputnik / Denis Petrov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის ესკადრონული ნაღმმზიდი
აშშ-ის ესკადრონული ნაღმმზიდი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
შეერთებულ შტატებს არ გააჩნია ტექნოლოგიური შესაძლებლობა, უსაფრთხოდ იბრძოლოს რუსეთთან თავისი და მატერიკული ტერიტორიის ინტერესებისთვის უკრაინაში ან უკრაინისთვის.
პენტაგონისა და ნატოს პროვოკაციული ერთობლივი მანევრები შავი ზღვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან არის არა სიძლიერის, არამედ სისუსტის, ლოგისტიკური, ტაქტიკური და სტრატეგიული მოწყვლადობის ფართო სპექტრის დემონსტრირება.
სარაკეტო გამანადგურებელ USS Arleigh Burke-ისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სხვა გემების ვახტა შავი ზღვაში მხოლოდ ვაშინგტონის საბრძოლო ძალისა და გეოპოლიტიკური გავლენის იმიტაციაა რუსეთის სუვერენულ პოლიტიკაზე. ეს სასაცილოდ გამოიყურება: აშშ-ისა და მისი სატელიტების სამხედრო კოალიცია, რომელიც ახლახან დაამარცხეს ავღანელმა თალიბებმა, ცდილობს, ძალის პოზიციიდან დაუწესოს საკუთარი წესები ბირთვულ-რაკეტოვან რუსეთს.
რეჯეფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
მსოფლიო დღეს
ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა სურს
მოსკოვი მზადაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და „პარტნიორებთან“ ვაჭრობისთვის. მაგრამ ისინი უფრო და უფრო დაუფიქრებლად ისწრაფვიან იმისკენ, რომ „მტერი“ სამხედრო ძალით დათრგუნონ, ნებისმიერი გამოგონილი საბაბით იომონ და ხოცონ. გარკვეულ სიტუაციებში რუსეთი იძულებულია, მკაცრად ირეაგიროს დასავლეთის პროვოკაციებზე. შეერთებული შტატებისა და ნატოს აქტიურობა შავ ზღვაში, რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან, ზრდის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას.
აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ინფორმაციით, ესკადრონულმა ნაღმმზიდმა USS Arleigh Burke-მა 25 ნოემბერს „პატრულირება“დაიწყო შავ ზღვაში, რათა „უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო გზაზე“.
შევნიშნავთ, რომ ეს გზა სრულიად თავისუფალია სომალელი მეკობრეებისგან. შავი ზღვის რეგიონში შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნების სამხედრო აქტივობა და მასში შავი ზღვის ქვეყნების ჩართვა არანაირად არ ყოფილა პროვოცირებული და ის საფრთხეს უქმნის რუსეთის სტრატეგიულ სტაბილურობასა და რეგიონულ უსაფრთხოებას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის საზღვაო ძალების გემების ერთობლივ მანევრებსა და ვიზიტებს ოდესასა და ბათუმში დესტაბილიზაციის ფაქტორად განიხილავს, ხოლო ამერიკელების მთავარ მიზნად პოსტსაბჭოთა სივრცის (უკრაინა და საქართველო) სამხედრო ათვისებას მიიჩნევს.
ჟან-ივ ლე დრიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
მსოფლიო დღეს
ფრანგი მინისტრი უკრაინის გამო იმუქრება
შავი ზღვის ფლოტისა და რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის ძალები და საშუალებები მუდმივად აკონტროლებენ ამერიკული ხომალდების მოძრაობას — მუდმივად არიან მზად, სწრაფად ირეაგირონ მტრულ ქმედებებზე (რუსეთის საზღვრების დარღვევა). Arleigh Burke-ს ზღვაზე თვალყურს ადევნებენ წყალზედა ხომალდებიდა წყალქვეშა ნავები, ამერიკელებს ჰაერიდან მოიერიშეთვითმფრინავები აკვირდებიან, ხოლო ხმელეთიდან — რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მგრძნობიარე სანაპირორადარები.
ამგვარად, ნატოს პარტნიორებთან და აშშ-ის ბლოკგარე მოკავშირეებთან ერთობლივი მანევრები შავი ზღვის რეგიონში, „ნაოსნობის თავისუფლება“ და გამანადგურებლის „ამერიკული ექსკლუზიურობა“ 24 საათის განმავლობაში არის რუსული სარაკეტო სისტემების მიზანში.

ბრიუსელი კიევის მეგობარი არ არის

ამერიკული ხომალდების პერიოდული მანევრირება შავ ზღვაში კიევის რეჟიმისთვის ვაშინგტონის პოლიტიკურ მხარდაჭერად მიიჩნევა — არაუმეტეს. მაგრამ აშშ-ის საზღვაო ძალები არ ცნობს ზღვების გარკვეულ ნაწილებს რუსეთის საკუთრებად და განზრახ აპროვოცირებს კონფლიქტურ სიტუაციებს.
 ჯარისკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
მოსაზრება: ნატოს უკრაინის მიმართ ახალი გეგმები აქვს
პენტაგონის მანევრების მიმართ გარდაუვალი აქტიური წინააღმდეგობა რუსეთის სანაპიროსთან საავიაციო და საზღვაო ძალების მიერ — ეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების პირობაა. აშშ-ის საზღვაო ძალების აქტივობის ზრდასთან ერთად იზრდება საომარი მოქმედებების ალბათობაც.
იმავდროულად, ამერიკელების სახიფათო ილუზიები რუსეთთან „შეზღუდული“ ომის შესახებ ევროპაში — ნატოს მოკავშირეების ხელით — ბანქოს სახლივით იშლება. უკრაინაში რუსული ჯარების „ზამთრის შეჭრის“ შესახებ ვაშინგტონისა და კიევის აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, ბრიუსელმა სიკვდილის ცივი სუნთქვა იგრძნო და წინასწარ დისტანცირდა „უკრაინის ფრონტისგან“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მოახლოებულ სამიტზე ლატვიაში „უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების კონცენტრაციას“ განიხილავს, მაგრამ კოლექტიური თავდაცვა (ნატოს წესდების მე-5 მუხლი) არ ვრცელდება უკრაინაზე — მაშინაც კი, თუ მას სხვა სახელმწიფო დაესხმება თავს. ალიანსი კიევს „სრულად უჭერს მხარს“, მაგრამ მოსკოთან მის გამო ომს არ წამოიწყებს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
მსოფლიო დღეს
შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ახალ პარტნიორულ ქარტიას მოაწერეს ხელი
შესაბამისად, უკრაინის „აგრესორ სახელმწიფოსთან“ ჰიპოთეტურ ბრძოლაში გამანადგურებელი USS Arleigh Burke და აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სხვა გემები იძულებულნი იქნებიან, იმოქმედონ ევროპელი მოკავშირეების საფარის გარეშე, ან განაგრძოს პოლიტიკური მხარდაჭერა.
ამერიკული ანტირაკეტების უნარი, გაანადგურის უკრაინის თავზე რუსული რაკეტები, ძალიან გადაჭარბებულია. შავ ზღვაში Tomahawk-ის პირველი გაშვება შესაძლოა უკანასკნელი გამოდგეს ნებისმიერი ამერიკული გემისთვის. ყველა შემთხვევაში, ბრძოლა ხანმოკლე იქნება.
ამერიკელების აზრით, რუსეთის საზღვრებთან აშშ-ის საზღვაო ძალების „ხელშეუხებელმა“ სარაკეტო ხომალდმა მხოლოდ თავისი ყოფნითაც კი უნდა დააშინოს მოსკოვი. გამანადგურებელი USS Arleigh Burke აღჭურვილია საბრძოლო ინფორმაციის კონტროლის სისტემით, Aegis-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის კომპონენტებით და შეუძლია 60-ზე მეტი შორ მანძილზე (1600 კმ-მდე) ზიდოს ფრთოსანი რაკეტაTomahawk-ები — მათ შორის, ბირთვული ქობინით. ბორტზე მას ასევე აქვს ASROC-ის წყალქვეშა რაკეტები და Standart-ის საზენიტო რაკეტები.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
მოსაზრება: უკრაინა აპირებს წაართვას რუსეთს ყველაზე მთავარი
და მაინც, მე-6 ფლოტიდან „მოგლეჯილი“ Arleigh Burke პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს შავი ზღვის საოპერაციო სივრცეში. ასეთი სამიზნეების განადგურება რუს მეზღვაურებსა და მფრინავებს ავტომატურობამდე აქვთ დაყვანილი. Arleigh Burke-ს მიერ ნებისმიერი სარაკეტო იარაღის გამოყენებამ შეიძლება რუსეთის საპასუხო დარტყმა გამოიწვიოს შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე.

ნუ გააღვიძებთ „რუსულ დათვს“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 ნოემბერს „პარტნიორების“ სტრატეგიული მოწყვლადობა გაიხსენა და კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „იარსის“ მაღაროში ჩატვირთვა წარმოადგინა.
შეგახსენებთ, რომ სამსაფეხურიანი „იარსები“ აღჭურვილია ინდივიდუალური დამიზნების ოთხი განცალკევებული ქობინით, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 500 კილოტონაა. სტრატეგიული სარაკეტო ძალები შეიარაღებულია ამ კომპლექსის 150-ზე მეტი გამშვებით — მობილური და შახტური ვერსიით. სულ 600 საბრძოლო ბლოკი.
უკრაინელი ჯარისკაცების როტაცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მოსაზრება: რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში შევა
ფრეგატმა „ადმირალმა გორშკოვმა“ 29 ნოემბერს კიდევ ერთხელ განახორციელა წარმატებული სროლები ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონით“, რომელიც ზუსტად მოხვდა საზღვაო სამიზნეს 400 კმ-ზე მეტ მანძილზე. ერთი დღით ადრე რუსეთში ამ რაკეტების მასობრივი წარმოება დაიწყო.
დასავლელი დამკვირვებლები დათრგუნულნი არიან უკრაინის სამხედრო მშენებლობების სიდუხჭირით. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ადრე ბერდიანსკში ახალი საზღვაო ბაზის მშენებლობის მაღალ ტემპებზე ისაუბრა. თუმცა, CNN-ის ცნობით, ბაზაზე მყოფმა უცხოელმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ „მის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი “ და შესაძლოა „ომამდე“ საკმარისი დრო არც რჩებოდეს.
უკრაინის საზღვაო ფლოტმა ახლახან ბალტიმორიდან Island-ის ტიპის ორი მეორადი საპატრულო კატარღა მიიღო, — Fastov და Sumy. მალე ისინი „სამხედრო კამპანიას“ დაიწყებენ სანაპიროს გასწვრივ.
Американский бронированный автомобиль HMMWV - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღი ჩაიტანეს: რა იქნება შემდეგ?
კიევში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტურბულენტობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ ჭორების მიუხედავად, შეერთებული შტატები და უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯავშანსატანკო ბრიგადასა და საჰაერო სადესანტო ოპერაციას ამზადებენ დონბასის გასაწმენდად. სწავლობენ „დნესტრისპირეთიდან რუსების შეტევების მოგერიებას“, თრგუნავენ „სეპარატისტულ აჯანყებას“ ოდესის რეგიონში. ეს ამერიკულ-უკრაინული საომარი გეგმები ევროპას არანაირ სიკეთეს არ უქადის.
ნორვეგიული გამოცემა TV 2 Norge აღნიშნავს: „რუსეთი აგზავნის სიგნალს, რომ მზადაა გამოიყენოს დამატებითი სამხედრო საშუალებები, ასევე მიმართოს იძულების დიპლომატიას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“. რეალურად მოსკოვი არც მალავს ასეთ გეგმებს.
The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა თეთრი სახლის ორი სცენარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში — „ოპტიმისტური“ და „პესიმისტური“, მაგრამ ყველა შემთხვევაში უკრაინა თავად იბრძოლებს. ხოლო თუ ვინმე დაეხმარება, ეს არაფერს შეცვლის. მოსკოვს უკან დასახევი არსად აქვს და ვერანაირი ხარჯი ვერ იქცევა დაბრკოლებად იმისთვის, რომ უკრაინასა და დასავლეთს მშვიდობა აიძულოს — რუსულ პირობებზე. და მაინც, არ უნდა დავივიწყოთ აგვისტოში აშშ-ისა და ნატოს ჯარების ქაბულიდან წასვლა, რათა ეს კატასტროფა კიევში არ განმეორეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0