„წითელი ხაზები და უკრაინა“: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი
ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს, ონლაინ-მოლაპარაკებების დროს, იმ „წითელ ხაზებსა“ და საფრთხეებზე ესაუბრა, რომლებიც მოსკოვს აშფოთებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, შიშები გამოთქვა უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გამწვავების გამო, განაცხადა რუსეთის ლიდერის თანაშემწე იური უშაკოვმა.

„წითელი ხაზები“ და საფრთხეები

პუტინმა ბაიდენს „წითელი ხაზებად“ ნატოს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოება და შემტევი იარაღის განთავსება მოუნიშნა უკრაინასა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებში.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
პუტინი ბაიდენთან მოლაპარაკებების შესახებ: საუბარი იყო გულახდილი და კონსტრუქციული
რუსეთის ლიდერმა, მისი თანაშემწის თქმით, თავის ამერიკელ კოლეგას ასევე უთხრა, რომ მაშინ, როცა ვაშინგტონს რუსეთის ტერიტორიებზე რუსული ჯარების განთავსება აშფოთებს, მოსკოვს საკუთარი უსაფრთხოება აღელვებს გლობალური მასშტაბით.
უშაკოვმა თავის ინტერპრეტაციიით გადმოსცა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები. „პუტინმა უთხრა, თქვენ, ამერიკელებს ჩვენი ბატალიონები გაწუხებთ რუსეთის ტერიტორიაზე — აშშ-დან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ჩვენ კი რეალურად გვაშფოთებს ჩვენი უსაფრთხოება, რუსეთის უსაფრთხოება გლობალური გაგებით, გლობალური მასშტაბით. დაახლოებით ეს არის ის, რაც საუბრის ბოლოს აღნიშნა პუტინმა, როდესაც შედეგი შეაჯამა“, — განაცხადა მან.
უშაკოვმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ შეკითხვაზე უპასუხა, რომ „რუსული ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფებიან და არავის ემუქრებიან, რის შესახებაც პრეზიდენტმაც განაცხადა“.
როგორც კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, პუტინმა ასევე პირდაპირ გამოხატა შეშფოთება ბაიდენთან, რომ უკრაინა და ნატო აძლიერებენ სამხედრო ძალას.

„ამ კუთხით, რა თქმა უნდა [პუტინმა] ჩვენი შეხედულებები ჩამოაყალიბა იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდება გარკვეული გარანტიები, მათ შორის სამართლებრივი ხასიათის გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და ქმნის პირობებს ჩვენი ნორმალური განვითარებისთვის“, — დაამატა მან.

ბაიდენი, თავის მხრივ, თავის რუს კოლეგას დაპირდა, რომ მოსკოვის შფოთვებს თავისი მოკავშირეების წრეში განიხილავს. პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ ამ თემაზე დიალოგს დაიწყებენ თავიანთი წარმომადგენლებისა და თანაშემწეების ჩართვით.

უკრაინამ ბევრი დრო დაიკავა

უშაკოვის თქმით, უკრაინის თემამ პუტინისა და ბაიდენის საუბარში ბევრი დრო დაიკავა. კერძოდ, რუსეთის ლიდერმა აცნობა ბაიდენს, რომ კიევი მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს, საბოტაჟს უწყობს მას, და ასევე აჭიანურებს მოლაპარაკებების პროცესს საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში.
ვლადიმირ პუტინის და ჯო ბაიდენის მოლაპარაკებები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
მსოფლიო დღეს
რაზე საუბრობდნენ პუტინი და ბაიდენი ორი საათის განმავლობაში
ბაიდენმა კი აშშ-სა და ნატოს შფოთვებზე ისაუბრა რუსული ჯარების გადაადგილების გამო უკრაინის საზღვრების მახლობლად. უშაკოვის თქმით, ამერიკის ლიდერმა გააფრთხილა პუტინი, რომ შტატები მასშტაბურ სანქციებს ამზადებს უკრაინის გარშემო ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში — „როგორც ეკონომიკურ, ისე ფინანსურ და პოლიტიკურ სანქციებს, რომლებიც იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ უკრაინის გარშემო ვითარება მომავალშიც დაიძაბება“.
„ბაიდენმა ახსენა შესაძლო სასანქციო ზომები. ის, რაც ადრე საჯაროდ ცხადდებოდა და სხვადასხვა არხებით გადმოგვეცემოდა, ახლა უკვე ითქვა, მაგრამ საკმაოდ მისაღები ფორმით, საპრეზიდენტო დონის შესაბამისად“, — დასძინა მან.
ამასთან უშაკოვს უცნაურად მიაჩნია კითხვა, მისცა თუ არა პუტინმა ბაიდენს გარანტია, რომ უკრაინაში ჯარები არ გაიგზავნება. „ეს არც კი განხილულა. როგორ უნდა გაგზავნოთ ჯარები უკრაინაში? რა არის ეს? შეჭრა თუ რა? ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-ის ახალი სანქციები არ დაემუქრება რუსეთს, უშაკოვმა თქვა, რომ ამის მიზეზი არ არსებობს.
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
მსოფლიო დღეს
რა არის მოსალოდნელი პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებიდან

გარღვევა არ არის, პრობლემების გადაჭრას წლები დასჭირდება

პუტინისა და ბაიდენის ონლაინ სამიტს არავითარი გარღვევა არ მოუტანია, ამის მოლოდინი ჯერ ძნელია, მაგრამ ლიდერებმა მუშაობისა და დიალოგის მზაობა აჩვენეს, განაცხადა უშაკოვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დიდი დრო დასჭირდებათ. „იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ მათ მოგვარებას თვეები და შესაძლოა, წლებიც დასჭირდეს. ვნახოთ“, — განაცხადა მან.
პუტინსა და ბაიდენს ესმით, რომ დიალოგი უნდა განაგრძონ, მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის თანაშემწემ. ორი ქვეყნის ლიდერებს ასევე მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობის განვითარებისკენ სწრაფვა. „ეს იყო საუბრის პრეამბულა“, — თქვა უშაკოვმა.

დიპმისიების პრობლემა

პუტინთან მოლაპარაკებების დროს ბაიდენმა საკუთარი ინიციატივით დააყენა საკითხი დიპლომატიური მისიების მუშაობის, მათ შორის, იქ კადრების ნაკლებობის შესახებ. „მან თქვა, რომ მოსკოვში ელჩი ჩივის, რომ ზოგადად შეუძლებელია მუშაობა, არ არის საკმარისი ხალხი, არ არიან დიპლომატები, არ არსებობს საელჩოს ფიზიკური დაცვის საშუალება და არც თავად ის არსებობს“, — განაცხადა უშაკოვმა.
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
რა უნდათ ამერიკელებს პუტინისგან და რით დაემუქრებიან მას
„ჩვენ ვუთხარით, რომ ეს ამერიკელების ქმედებების შედეგია, რომლის განხორციელებაც მათ ხუთი წლის წინ დაიწყეს, როდესაც გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვები შემოიღეს ჩვენი დიპლომატებისთვის, და, რაც მთავარია, დაიწყეს რუსი დიპლომატების მასიური გაძევება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მათ უბრალოდ წაგვართვეს დიპლომატიური ქონება“, — დასძინა პრეზიდენტის თანაშემწემ.
ბაიდენმა პუტინთან საუბრისას, პირველი ნაბიჯის სახით, არ გამორიცხა რუსი დიპლომატების დაშვება ჩამორთმეულ დიპლომატიურ ქონებამდე მისი მდგომარეობის შესაფასებლად. „რათა მათ უბრალოდ ნახონ, რა მდგომარეობაშია ჩამორთმეული დიპლომატიური ქონება“, — თქვა უშაკოვმა.

პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები

ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები სამშაბათს ონლაინ ფორმატში გაიმართა და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

როგორც თეთრმა სახლმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა პუტინთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, მოუწოდა დიპლომატიური დარეგულირებისკენ და გააფრთხილა, რომ სამხედრო ესკალაციას დასავლეთის მხრიდან კოლექტიური პასუხი მოჰყვება მტკიცე ეკონომიკური და სხვა ზომების სახით მოჰყვება.
რუსეთმა არაერთხელ უარყო დასავლეთისა და უკრაინის ბრალდებები „აგრესიულ ქმედებებში“ და განმარტა, რომ ის არავის ემუქრება და არ აპირებს ვინმეზე თავდასხმას, ხოლო აგრესიის შესახებ განცხადებები გამოიყენება როგორც საბაბი, ნატოს უფრო მეტი სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად რუსეთის მახლობლად.
ყველა ახალი ამბავი
0