მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაზე საუბრობდნენ პუტინი და ბაიდენი ორი საათის განმავლობაში

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინის და ჯო ბაიდენის მოლაპარაკებები
ვლადიმირ პუტინის და ჯო ბაიდენის მოლაპარაკებები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
პუტინმა და ბაიდენმა განიხილეს დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის და კიბერდანაშაულის თემაზე
თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა - ვლადიმირ პუტინმა და ჯო ბაიდენმა დაცული ვიდეოკავშირის მეშვეობით მოლაპარაკებები გამართეს, საუბარი ორ საათს გაგრძელდა.
ჟურნალისტებისთვის ნაჩვენები იყო ონლაინ-ფორმატის შეხვედრის მხოლოდ პირველი კადრები, სადაც სახელმწიფოს მეთაურები ერთმანეთს მიესალმნენ და რამდენიმე რეპლიკა გაცვალეს. შემდგომში შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ ფორმატში წარიმართა.
„პრეზიდენტებმა თავიანთ გუნდებს მოლაპარაკებების გაგრძელაბა დაავალეს და შეერთებული შტატები ამას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
მოსალოდნელია ხანგრძლივი საუბარი: რას გადაწყვეტენ ბაიდენი და პუტინი
ასევე აღნიშნულია, რომ პუტინმა და ბაიდენმა განიხილეს დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერდანაშაულების შესახებ, ასევე ერთობლივი მუშაობა რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის ირანზე.
ეს ორი ქვეყნის ლიდერების მეორე შეხვედრაა. პირველი მოლაპარაკებები პირისპირ ფორმატში მიმდინარე წლის ივნისში ჟენევაში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0