პუტინი ბაიდენთან მოლაპარაკებების შესახებ: საუბარი იყო გულახდილი და კონსტრუქციული

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
რუსეთი და აშშ უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად ერთობლივ სტრუქტურას ჩამოაყალიბებენ, აღნიშნა პუტინმა
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებას გულახდილი და კონსტრუქციული უწოდა.
პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები სამშაბათს ონლაინ-რეჟიმში შედგა. ლიდერებმა ორი საათი ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ საკმაოდ დიდხანს, დეტალურად ყველა ამ თემაზე, ორ საათზე მეტხანს. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საუბარი იყო გულახდილი და შინაარსიანი, ასე ვიტყოდი, კონსტრუქციული. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ასე აფასებს ჩვენი შეხვედრის შედეგებს ამერიკული მხარეც“, - განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე საბერძნეთის პრემიერთან მოლაპარაკების დასრულებისას.
პუტინმა აღნიშნა ასევე, რომ რუსეთი და აშშ უსაფრთხოების საკითხთა გადასაჭრელად ერთობლივ სტრუქტურას ჩამოაყალიბებენ.
„შევთანხმდით, რომ შეიქმნება ერთობლივი სტრუქტურა, რომელიც ამას პროფესიონალურად გააკეთებს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი თავის წინადადებებს რამდენიმე დღეში მოამზადებს.
ვლადიმირ პუტინის და ჯო ბაიდენის მოლაპარაკებები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
მსოფლიო დღეს
რაზე საუბრობდნენ პუტინი და ბაიდენი ორი საათის განმავლობაში
დასასრულს რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ არსებობს დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა და ეს მთავარია.
გუშინ ორივე მხარემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პუტინმა და ბაიდენმა ყველაზე მეტი ყურადღება დაუთმეს უკრაინის ირგვლივ მოვლენების განვითარებას, კერძოდ, ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთისკენ და რუსეთის საზღვრებთან შემტევი შეიარაღების განთავსებას.
ყველა ახალი ამბავი
0