ექსპერტი: საქართველოში მემარცხენე-ლიბერალური შეხედულებების დანერგვა მიუღებელია

© photo: Sputnik / გაკვეთილი სკოლაში
გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი − Sputnik. მემარცხენე-ლიბერალური შეხედულებების პროპაგანდა და დანერგვა საქართველოსთვის, ღრმა ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, ევროპისა და შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, მიუღებელია, განუცხადა Sputnik-ს საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა ვასო კაპანაძემ.
კაპანაძემ კომენტარი გააკეთა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მცხოვრებლებს შორის „Sputnik.მნენიას“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე. რესპონდენტებმა უპასუხეს კითხვებს, რომლებიც ეხებოდა „გაუქმების კულტურას“, „კრიტიკულ რასობრივ თეორიას“, 16 წლის მოზარდების უნარს – მიიღონ გადაწყვეტილება სქესის შეცვლაზე და ასევე სასკოლო პროგრამაში ჰომოსექსუალური წყვილების შესახებ ინფორმაციის ჩართვას.

„ის, რომ ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობა, Sputnik-ის გამოკითხვის თანახმად, არ იზიარებს მემარცხენე-ლიბერალურ შეხედულებებს, სასიხარულოა. თუმცა, მეორე მხრივ, რაღა თქმა უნდა, გარკვეულწილად საყურადღებოა ის, რომ ევროპასა და აშშ-ში ძალიან ბევრი მაინც უჭერს მხარს სასკოლო პროგრამაში ისეთი საკითხების ჩართვას, როგორებიცაა სქესის შეცვლა და ჰომოსექსუალური ურთიერთობები. მარტივი წარმოსადგენია, რა შედეგებს მივიღებდით, ასეთი გამოკითხვები საქართველოში რომ ჩატარებულიყო. სასკოლო პროგრამაში ჰომოსექსუალური წყვილებისა და სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის ჩართვის წინააღმდეგი საქართველოში მინიმუმ 95% იქნებოდა“, − აღნიშნა კაპანაძემ.

ექსპერტის თქმით, ევროპასა და აშშ-ს თავისი შეხედულებები აქვთ ამ საკითხებზე, მაგრამ მსგავსი გამოკითხვის ჩატარება საქართველოში კარდინალურად საწინააღმდეგო შედეგებს აჩვენებდა.
კაპანაძემ ხაზი გაუსვა, რომ განათლების ფორმა, როდესაც სასკოლო პროგრამებში მემარცხენე-ლიბერალური შეხედულებები დომინირებს, საქართველოსთვის მიუღებელია, ვინაიდან საზოგადოების ძირითადი ნაწილი უფრო კონსერვატიულ და ტრადიციულ შეხედულებებს იზიარებს, რომლებიც მართლმადიდებლობასა და ქრისტიანობას ეფუძნება.
შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
შარლ მიშელი: ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი
„თუმცა, რაღა თქმა უნდა, ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც პატივს სცემენ ქრისტიანობას და მორალიც, ალბათ, ქრისტიანობას ეფუძნება. და, მაინც, ქართული საზოგადოების შეხედულება, თუ რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, ალბათ ძალიან განსხვავდება ევროპელებისა და ამერიკელებისგან“, − აღნიშნა მან.
ამასთან კაპანაძე მიიჩნევს, რომ გამოკითხვის შედეგები „გაუქმების კულტურის“ შესახებ დამაბნეველია, რადგან რესპონდენტთა მხოლოდ ნახევარმა უპასუხა უარყოფითად.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში სულ სხვა რიცხვები იქნებოდა. რასიზმი მიუღებელია ჩვენი ტოლერანტული ქვეყნისთვის“, − ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ „გაუქმების კულტურის“ კონცეფცია საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი.
„ჩვენი ქვეყანა ტოლერანტულია და ჩვენთვის გენეტიკურად არის თანდაყოლილი, რომ ასეთი შეურაცხყოფა, განსაკუთრებით რასიზმის ნიშნით, წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს მრავალეროვნული ქვეყანა დიდი ისტორიით და, ცოტა არ იყოს, გვაკვირვებს ასეთი საკითხების აქტუალობა ევროპასა და აშშ-ში. როგორც ჩანს, ისინი სხვანაირად აზროვნებენ“, − დაასკვნა კაპანაძემ.
ლგბტ დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
მსოფლიო დღეს
ტაში და შეძახილები: იტალიის სენატმა ჰომოფობიის შესახებ კანონპროექტი არ დაამტკიცა – ვიდეო

გამოკითხვის შედეგები

გამოკითხვა Sputnik News-სთვის საფრანგეთის უძველესმა კვლევითმა კომპანია Ifop-მა ჩაატარა 2021 წლის 24-26 ნოემბერს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. რესპონდენტები ანკეტებს თვითონ, ონლაინ ავსებდნენ. გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 წელზე უფროსი ასაკის 4010 რესპონდენტი.
კითხვაზე „უჭერთ თუ არა მხარს „გარიცხვის კულტურის“ გავრცელებას, რომელიც გულისხმობს ადამიანების, ჯგუფების ან ორგანიზაციების გარიცხვას საჯარო სფეროდან პრობლემურად ან შეურაცხმყოფლად მიჩნეული კომენტარების ან ქცევის გამო“, უარყოფითად უპასუხა აშშ-ში გამოკითხულთა 50%-მა, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში 49-49%-მა, ხოლო საფრანგეთში 38%-მა. ეს მაშინ, როცა „გარიცხვის კულტურას“ შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა 33%, დიდ ბრიტანეთში − 27%, გერმანიაში − 29%, საფრანგეთში −33% დადებითად ეკიდება.
მემარცხენე-ლიბერალური შეხედულებების შესახებ კიდევ ერთი შეკითხვა ეხებოდა „კრიტიკული რასობრივი თეორიისადმი“ დამოკიდებულებას. მას საფუძვლად უდევს იდეა, რომ რასიზმი არის არა მხოლოდ პირადი ცრურწმენის პროდუქტი, არამედ ჩართულია იურიდიულ და პოლიტიკურ სოციალურ ნორმებში, რაც, თავის მხრივ, უნდა შეიცვალოს.
წინასაარჩევნო აგიტაციისას პარიზის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2017
„თეთრკანიანებისთვის შესვლა აკრძალულია“ - საფრანგეთში პირუკუ რასიზმი იკრებს ძალას
გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 54%, ამერიკელების 53%, ფრანგების 45% და ბრიტანელების 44% მიიჩნევს, რომ „კრიტიკული რასობრივი თეორიის“ გამო ადამიანებს განსხვავებულად ეპყრობიან მათი რასის მიხედვით და ეს არ შეესაბამება დემოკრატიას.
მემარცხენე-ლიბერალურ შეხედულებებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 16 წლამდე ბავშვებს აქვთ უფლება, გასცენ ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მკურნალობაზე, რომელიც აჭიანურებს სქესობრივ განვითარებას, რაც სქესის შესაცვლელად არის საჭირო“.
გამოკითხვის თანახმად, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს ბრიტანელებისა და ფრანგების 52%, ხოლო აშშ-სა და გერმანიაში − 48%. ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერები მნიშვნელოვნად ცოტაა: აშშ-ში − გამოკითხულთა 36%, გერმანიაში − 34%, დიდ ბრიტანეთში − 30% და საფრანგეთში – 27%.
ევროკავშირის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში ასევე არ უჭერენ მხარს სასკოლო პროგრამაში სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის ჩართვას.
ამ კითხვაზე უარყოფითად უპასუხა ამერიკელთა 48%-მა, ბრიტანელთა 44%-მა. ხოლო საფრანგეთში გამოკითხულთა აზრი თითქმის შუაზე გაიყო − 41% და 42%.
რაც შეეხება გერმანიას, აღმოჩნდა, რომ იქ ამ საკითხს გამოკითხულთა 53% უჭერს მხარს.
ერთადერთი საკითხი, რომელსაც ევროპელებმა მხარი დაუჭირეს, ეს სასკოლო პროგრამაში ჰომოსექსუალურ წყვილებზე ინფორმაციის შეტანაა.
ამ კითხვას დადებითად უპასუხა: გერმანელთა 64%-მა, ბრიტანელების 52%-მა, ფრანგების 48%-მა. ხოლო აშშ-ში მოსაზრება გაიყო − 42% ემხრობა ამ მოსაზრებას, 43% კი წინააღმდეგია.
ყველა ახალი ამბავი
0