https://sputnik-georgia.com/20211028/italiis-senatma-homofobiis-sesaxeb-kanoni-ar-daamtkica-261569178.html
ტაში და შეძახილები: იტალიის სენატმა ჰომოფობიის შესახებ კანონპროექტი არ დაამტკიცა – ვიდეო
ტაში და შეძახილები: იტალიის სენატმა ჰომოფობიის შესახებ კანონპროექტი არ დაამტკიცა – ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის სენატმა არ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ჰომოფობიისთვის, იუწყება... 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T16:14+0400
2021-10-28T16:14+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
იტალია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252159277_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_eb087a3825a7b4e60845a26d2498760c.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის სენატმა არ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ჰომოფობიისთვის, იუწყება Deutsche Welle.როგორც აღინიშნება, კანონპროექტი სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის რასიზმთან გათანაბრებას ითვალისწინებს, რისთვისაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთაც კი იყო მოაზრებული.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც იტალიის პარლამენტის ზედა პალატის სხდომაზე სამშაბათს გავიდა განსახილველად, 154-მა დეპუტატმა გაუწია წინააღმდეგობა, კანონპროექტის მომხრე მხოლოდ 131 დეპუტატი იყო.მოწინააღმდეგე დეპუტატებმა შეძახილებითა დ აპლოდისმენტებით აღნიშნეს კენჭისყრაში გამარჯვება. კანონპროექტს 2020 წლის შემოდგომაზე დაუჭირა მხარი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ. სენატში კენჭისყრის პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო კანონპროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის კომპრომისის არარსებობის გამო. საბოლოოდ, მემარჯვენე პარტიების — „ლიგისა“ და „იტალიის ძმების“ ინიციატივით, ფარული კენჭისყრა გაიმართა, რა დროსაც ჰომოფობიის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს.აღსანიშნავია, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ სენატის გადაწყვეტილება „სამარცხვინოდ“ შეაფასა.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1d/252159277_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_7bb418fc42a994a58c6841636703ccf6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იტალია , მსოფლიოს ახალი ამბები
იტალია , მსოფლიოს ახალი ამბები
ტაში და შეძახილები: იტალიის სენატმა ჰომოფობიის შესახებ კანონპროექტი არ დაამტკიცა – ვიდეო
16:14 28.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის სენატმა არ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ჰომოფობიისთვის, იუწყება
Deutsche Welle. როგორც აღინიშნება, კანონპროექტი სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის რასიზმთან გათანაბრებას ითვალისწინებს, რისთვისაც სასჯელად თავისუფლების აღკვეთაც კი იყო მოაზრებული.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც იტალიის პარლამენტის ზედა პალატის სხდომაზე სამშაბათს გავიდა განსახილველად, 154-მა დეპუტატმა გაუწია წინააღმდეგობა, კანონპროექტის მომხრე მხოლოდ 131 დეპუტატი იყო.
მოწინააღმდეგე დეპუტატებმა შეძახილებითა დ აპლოდისმენტებით აღნიშნეს კენჭისყრაში გამარჯვება.
კანონპროექტს 2020 წლის შემოდგომაზე დაუჭირა მხარი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ. სენატში კენჭისყრის პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო კანონპროექტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის კომპრომისის არარსებობის გამო.
საბოლოოდ, მემარჯვენე პარტიების — „ლიგისა“ და „იტალიის ძმების“ ინიციატივით, ფარული კენჭისყრა გაიმართა, რა დროსაც ჰომოფობიის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ სენატის გადაწყვეტილება „სამარცხვინოდ“ შეაფასა.