„თეთრკანიანებისთვის შესვლა აკრძალულია“ - საფრანგეთში პირუკუ რასიზმი იკრებს ძალას

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიწინასაარჩევნო აგიტაციისას პარიზის ქუჩებში
წინასაარჩევნო აგიტაციისას პარიზის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ დროისათვის საფრანგეთში აკრძალულია ეთნიკური და რასობრივი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის პროფკავშირების, SUD-ის აქტივისტები დეკემბერში განსაკუთრებული საგანმანათლებლო ტრენინგების ჩასატარებლად ემზადებიან, რომელზე დასწრებაც თეთრკანიანებისთვის აკრძალული იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დახურულ კარს მიღმა აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან გამოსულები აპირებენ იმსჯელონ თემაზე, რომელსაც ისინი „საფრანგეთში სახელმწიფო რასიზმს“ უწოდებენ. ამაში მოიაზრება სხვადასხვა სფეროში „რასობრივი“ პროფესიონალი კადრების უკმარისობა.

Loreal - Sputnik საქართველო
L'Oreal-მა შავკანიანი ტრანსგენდერი თეთრკანიანთა მიმართ რასიზმის გამო დაითხოვა

ღონისძიება, რომელში მონაწილეობაც თეთრკანიან მოსახლეობას ეკრძალება, პირველად იმართება მეხუთე რესპუბლიკაში. 2016 წელს მსგავსი სკანდალი პარიზის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით აგორდა, ხოლო  2017 წლის გაზაფხულზე — ჯგუფ Mwasi-ს აფროფემინისტების ფესტივალთან დაკავშირებით. მას შემდეგ საზოგადოების აზრი გაიყო: დასაშვებია თუ არა შეზღუდვები კანის ფერის გამო, თუკი ისინი ეხება არა დისკრიმინაციის ყოფილ მსხვერპლთ, არამედ ეთნიკურ უმრავლესობას.

ეროვნული საკითხი საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა. ქვეყანაში ამ მომენტისთვის აკრძალულია ეთნიკური და რასობრივი სტატისტიკის პუბლიკაცია. შესაბამისად, იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის სხვადასხვა კანის ფერის ადამიანი ცხოვრობს სახელმწიფოში, იურიდიულად შეუძლებელია.

ყველა ახალი ამბავი
0