L'Oreal-მა შავკანიანი ტრანსგენდერი თეთრკანიანთა მიმართ რასიზმის გამო დაითხოვა

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკშიLoreal
Loreal - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავკანიანი ტრანსგენდერი მოდელი L"Oreal-დან რასისტული გამონათქვამების გამო დაითხოვეს

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კომპანია L'Oreal-მა შავკანიან ტრანსგენდერ მოდელთან, მონრო ბერგდორფთან თეთრკანიანთა მიმართ რასისტული გამონათქვამების გამო კონტრაქტი შეწყვიტა, იუწყება Риа Новости ბრენდის წარმომადგენლების მიერ Twitter-ში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

"L'Oreal მრავალფეროვნებას უჭერს მხარს. ბერგდორფის კომენტარები კომპანიის ფასეულობებს ეწინააღმდეგება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ მასთან თანამშრომლობა", — ნათქვამია განცხადებაში.

​ბერგდორფმა ამ პოსტზე კომენტარი Facebook-ზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საზოგადოებაში მრავალფეროვნებისადმი მიძღვნილ პრომო-კამპანიის მონაწილე მოდელებისგან „ლორეალი“  მოითხოვს, რომ ისინი "წყნარად ისხდნენ გაღიმებულები“ და არაფერი თქვან იმის თაობაზე, რომ მრავალფეროვნების უკმარისობის მთავარი მიზეზი რასიზმია. პოსტის ბოლოს მოდელმა საზოგადოებას L'Oreal-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა.

მანამდე ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ ბერგდორფმა Facebook-ში თეთრკანიანთა მისამართით რასისტული გამონათქვამები გაავრცელა. ის წერდა, რომ პლანეტის თეთრკანიანი მოსახლეობის უმრავლესობა ვერ აცნობიერებს ან არ აღიარებს, რომ თეთრი რასის არსებობა სხვა ფერის კანის ადამიანთა სიკვდილზეა აგებული და „რასიზმით არის გაჟღენთილი“. მოგვიანებით მოდელმა პოსტი წაშალა და დაწერა, რომ ჟურნალისტებმა მისი გამონათქვამი კონტესტიდან ამოგლიჯეს.

მისი თქმით, ის კონკრეტულად არავის ადანაშაულებს, თეთრკანიანები — როგორც საზოგადოება — დამნაშავეა შექმნილ ვითარებაში, ვინაიდან სისტემა დისკრიმინაციას საუკუნეების განმავლობაში ახალისებდა.

ყველა ახალი ამბავი
0