ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტს ამ კვირაში წარედგინება

© photo: Sputnik / Alexandr Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი 22 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების შეზღუდვის ინიციატივით გამოვიდა.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება ამ კვირაში მოხდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის ინიციატივით, საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესები გამკაცრდება. პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას.
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებენ: ფინანსთა მინისტრის განმარტება
„ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დაუკავშირდა პარლამენტს, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რათა სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – აღნიშნა პრემიერმა.
ახალი წესები
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის დანერგვას.
ცვლილებების თანახმად, თანხის გატანისას მიღებული მოგება დაიბეგრება 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა ჯამში 65-70%-ით გაიზრდება.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აღნიშნული შეეხება 25 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
კომპიუტერული ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივას ოპოზიცია მხარს უჭერს
გარდა ამისა, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, აზარტული თამაშები აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.
ჯამში პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეადგენს.
აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებული იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე.
აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს. სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანის წესი, ასევე მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.
ყველა ახალი ამბავი
0