https://sputnik-georgia.com/20211129/opozicia-premieris-iniciativas-mxars-uchers-262452729.html
ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივას ოპოზიცია მხარს უჭერს
ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივას ოპოზიცია მხარს უჭერს
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 14–17 წლის 3.080 მოზარდიდან 12% ლუდომანი აღმოჩნდა. 29.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-29T16:49+0400
2021-11-29T16:49+0400
2021-11-29T22:11+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/12/236571279_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_b3398fc502576c3781878e2fc76358c3.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციების დაწესების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ოპოზიციამ მხარი დაუჭირა.ირაკლი ღარიბაშვილი გასულ ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას. ოპოზიციამ მთავრობის ინიციატივა მოიწონა, თუმცა „პოპულისტური" უწოდა. მათი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა სოციალურ პრობლემას წარმოადგენს აზარტული თამაშები, ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიეღო. „ონლაინ-კაზინოს რეკლამა უნდა აიკრძალოს, არ უნდა მოხდეს ხალხის წახალისება და აზარტულ თამაშებში ჩართვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოსაზრებას ვიზიარებთ. რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, იქნება ეს ასაკობრივი ზღვარის დაწესება, გადასახადების გაზრდა – ალტერნატივა ნამდვილად არსებობს. ეს ინიციატივა უფრო პოპულისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე პრობლემის რეალურად გადაჭრაა", – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.პარტია „ლელოს" წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას თქმით, ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი პრაქტიკულად არ რეგულირდება, ამიტომაც ამ მიმართულებით სწორი და გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.არა მარტო ონლაინ-კაზინოს, არამედ მთლიანად სათამაშო ბიზნესის აკრძალვის ინიციატივით გამოდის პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 14–17 წლის 3.080 მოზარდიდან 12% ლუდომანი აღმოჩნდა. კიდევ 20% კი სათამაშო საიტებზე „გარკვეულ დროს" ატარებს.ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები.აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
https://sputnik-georgia.com/20211122/sapatriarqo-raribasvilis-gadawyvetilebaze-onlain-kazinoebis-akrzalvis-sesaxeb-262279395.html
https://sputnik-georgia.com/20211122/raribasvils-onlain-kazinoebis-akrzalvaunda-262272061.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/12/236571279_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_ec8dd561e04597db0f02d02afd5135d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივას ოპოზიცია მხარს უჭერს
16:49 29.11.2021 (განახლებულია: 22:11 29.11.2021) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 14–17 წლის 3.080 მოზარდიდან 12% ლუდომანი აღმოჩნდა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციების დაწესების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ოპოზიციამ მხარი დაუჭირა.
ირაკლი ღარიბაშვილი გასულ ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას.
ოპოზიციამ მთავრობის ინიციატივა მოიწონა, თუმცა „პოპულისტური" უწოდა. მათი განმარტებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა სოციალურ პრობლემას წარმოადგენს აზარტული თამაშები, ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიეღო.
„ონლაინ-კაზინოს რეკლამა უნდა აიკრძალოს, არ უნდა მოხდეს ხალხის წახალისება და აზარტულ თამაშებში ჩართვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოსაზრებას ვიზიარებთ. რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, იქნება ეს ასაკობრივი ზღვარის დაწესება, გადასახადების გაზრდა – ალტერნატივა ნამდვილად არსებობს. ეს ინიციატივა უფრო პოპულისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე პრობლემის რეალურად გადაჭრაა", – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
პარტია „ლელოს" წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას თქმით, ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი პრაქტიკულად არ რეგულირდება, ამიტომაც ამ მიმართულებით სწორი და გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
არა მარტო ონლაინ-კაზინოს, არამედ მთლიანად სათამაშო ბიზნესის აკრძალვის ინიციატივით გამოდის პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 14–17 წლის 3.080 მოზარდიდან 12% ლუდომანი აღმოჩნდა. კიდევ 20% კი სათამაშო საიტებზე „გარკვეულ დროს" ატარებს.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ლუდომანია, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები.
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.