Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალ შტამზე: არ ვეთანხმები ატეხილ აჟიოტაჟს

© Government of Georgiaთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70-მა ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები, ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემსვლელებისთვის.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა ახალი კორონავირუსის უფრო საშიში შტამი, რადგან ჯერ ამის მტკიცებულებები არ გაგვაჩნია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა სტატუსი „შემაშფოთებელი“ (VOC) და დაერქვა „ომიკრონი".
„ჩვენ არ ვიცით, „ომიკრონი“ რაიმე მაჩვენებლებით იქნება თუ არა უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე თუნდაც „დელტა“ შტამი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ახალი შტამი „ომიკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
უახლესი ინფორმაცია „ომიკრონზე": რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ
მისი თქმით, ყველას აინტერესებს, იქნება თუ არა „ომიკრონი“ უფრო გადამდები, ვიდრე „დელტა“, გამოიწვევს თუ არა ის უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას და დაგვიცავს თუ არა ვაქცინა ამ შტამისგან.

„ამ შეკითხვებზე პასუხები ჯერ არ არსებობს. დაკვირვებას და პასუხს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ჯერ, წინასწარი მონაცემებით, ცნობილია, რომ, „ომიკრონი“, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი. მეორე – სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, ვიდრე „დელტა“ შტამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მძიმე დაავადების გამოწვევის უნარი და სიკვდილობის მეტი პროცენტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უფრო იოლი გადამდებობა და სწრაფი გავრცელება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ ვაქცინები, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაიცავს „ომიკრონის“ შტამისგანაც.
თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მედიკამენტი „რემდესივირი“ და ორი ახალი მედიკამენტი, რომელიც მზადაა და მალე უნდა გამოვიდეს, სხვა მექანიზმებით იწვევს ვირუსის გამრავლების შეწყვეტას და, ძალიან დიდი ალბათობით, ამ შტამზეც თითქმის 100%-იანი გარანტიით იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც „დელტა“ შტამზე.
ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დაძლევა-დამთავრება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სამედიცინო არსენალში ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები გამოჩნდება.
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
მეცნიერებმა „ომიკრონის“ შტამი გამოყვეს: ვაქცინების შემუშავება უკვე შესაძლებელია
„ვიდრე ასეთი მედიკამენტები არ იქნება, მხოლოდ ვაქცინაციით პანდემია ვერ დასრულდება, თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანი მოსახლეობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება ვაქცინირებული. თან, ვაქცინა 100%-ით მაინც არ იცავს. ამიტომ კომბინირებულად უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინები და ახალი მედიკამენტები“, – განაცხადა ცერცვაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ სიტუაცია „ომიკრონთან" დაკავშირებით მსოფლიოში ფასდება, როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა გადადების მომატებული უნარი, დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა და მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა.
ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმოს ხუთ რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონკონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რა ბერკეტები გააჩნია საქართველოს ომიკრონის გავრცელების წინააღმდეგ - ტიკარაძის განმარტება
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
ყველა ახალი ამბავი
0