Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უახლესი ინფორმაცია „ომიკრონზე": რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ

© REUTERS / DADO RUVICახალი შტამი „ომიკრონი"
ახალი შტამი „ომიკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გამოწერა
ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70-მა ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემსვლელებისთვის.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის" აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი სკოლის ასაკის მოზარდებში – მოსახლეობის ყველაზე ნაკლებად აცრილ და სოციალურად მეტად აქტიურ ნაწილში, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში გამოვლინდა, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა „ომიკრონი".
სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე, როგორც 2 წლამდე ბავშვებში. ახალმა შტამმა ქვეყანაში თითქმის ჩაანაცვლა „დელტა“ შტამი.
ანატოლი ალტშტეინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონი“ შესაძლოა პანდემიის დასრულებას მოასწავებდეს: ცნობილი ვირუსოლოგის განმარტება
ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმოს ხუთ რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონკონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე მერყეობს, თუმცა ტიპური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშნული შტამით გარდაცვალების შემთხვევა.
სიტუაცია ფასდება, როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა გადადების მომატებული უნარი, დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა და მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა.
აშშ-ის პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
მსოფლიო დღეს
„ომიკრონის“ გამო: აშშ ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის (სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი) საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
ყველა ახალი ამბავი
0