https://sputnik-georgia.com/20211129/ra-breketebi-gaacnia-saqartvelos-omikronis-gavrcelebis-winaarmdeg-tikarazis-ganmarteba-262462458.html
რა ბერკეტები გააჩნია საქართველოს ომიკრონის გავრცელების წინააღმდეგ - ტიკარაძის განმარტება
რა ბერკეტები გააჩნია საქართველოს ომიკრონის გავრცელების წინააღმდეგ - ტიკარაძის განმარტება
Sputnik საქართველო
აღნიშნულ შტამთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა რეკომენდაციები, რომელიც მოიცავს ტესტირების გაფართოებას და გარკვეულ შეზღუდვებს 29.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-29T21:02+0400
2021-11-29T21:02+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460029_0:0:1875:1055_1920x0_80_0_0_cf4c61412ffd2a95e28a2a5eece3f74f.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ შტამის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია, რადგან „ომიკრონი“ გამოვლინდა აუცრელ პირებში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება - ომიკრონი, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით.ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნულ შტამთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა რეკომენდაციები, რაც მთავრობის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული. მისი თქმით, ეს ტესტირების გაფართოებას უკავშირდება, კერძოდ კი PCR-ტესტირებას.ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.გარდა ამისა, ჯანმომ ივარაუდა, რომ „ომიკრონით“ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19.კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრიდან საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის (სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი) საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.აზიის და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აფრიკის ბევრ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა უკვე შეწყვიტა.
https://sputnik-georgia.com/20211129/janmos-axali-gancxadeba-omikronze-262438835.html
https://sputnik-georgia.com/20211129/entoni-fauci-omikronis-winaarmdeg-vaqcinebis-efeqturobaze-pasuxi-or-kvirasi-iqneba-262435048.html
https://sputnik-georgia.com/20211129/janmos-gafrtxileba-omikronit-daavadebagadatanilebic-seizleba-dainficirdnen-262433822.html
https://sputnik-georgia.com/20211128/samxret-afrikis-eqimebi-omikron-stamit-hospitalizacia-yvelaze-xsiria-axalgazrdebsi-262423671.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460029_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_46aa64dfd20497c15f54773e477cd983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რა ბერკეტები გააჩნია საქართველოს ომიკრონის გავრცელების წინააღმდეგ - ტიკარაძის განმარტება
21:02 29.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) აღნიშნულ შტამთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა რეკომენდაციები, რომელიც მოიცავს ტესტირების გაფართოებას და გარკვეულ შეზღუდვებს
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ შტამის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია, რადგან „ომიკრონი“ გამოვლინდა აუცრელ პირებში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება - ომიკრონი, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით.
ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნულ შტამთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა რეკომენდაციები, რაც მთავრობის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული. მისი თქმით, ეს ტესტირების გაფართოებას უკავშირდება, კერძოდ კი PCR-ტესტირებას.
„პანდემიის სამართავად გვაქვს რამდენიმე მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის გარკვეულწილად შეზღუდვები, ოღონდ ამაში არ ვგულისხმობ მკაცრ ლოკდაუნებს, აქ არის გარკვეული წესები დადგენილი, რომელიც მნიშვნელოვანია დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ და მისი აღსრულების ხარისხი უნდა იყოს მაღალ დონეზე აყვანილი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.
გარდა ამისა, ჯანმომ ივარაუდა, რომ „ომიკრონით“ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით 28 ნოემბრიდან საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის (სამხრეთ აფრიკა, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი) საზღვრის კვეთაზე რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს. იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
აზიის და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აფრიკის ბევრ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა უკვე შეწყვიტა.