მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა იცავს „ომიკრონისგან“: აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის განმარტება

© AFP 2024 / KAREN DUCEYაშშ-ის ლაბორატორია
აშშ-ის ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი „ომიკრონისგან“ დასაცავად ბუსტერული დოზის გაკეთებას გვირჩევს.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სპეციალისტებს კიდევ ორი კვირა სჭირდებათ იმისთვის, რომ კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ მახასიათებლები განსაზღვრონ, აცნობა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-რელიზში.
თუმცა, როგორც აღინიშნება, ფაუჩის თქმით, არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით, დაიცავს ადამიანებს დაავადების მძიმე ფორმისგან.

„როგორც დოქტორმა ფაუჩიმ აცნობა პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარიანტის გადაცემის, სიმძიმისა და სხვა მახასიათებლების შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაციის შეგროვებას კიდევ ორი ​​კვირა დასჭირდება, ის კვლავაც მიიჩნევს, რომ არსებული ვაქცინები, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს COVID-19-ის მძიმე შემთხვევებისგან გარკვეულ დაცვას“, — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მანამდე ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამისგან დასაცავად აუცილებელია ვაქცინაცია, ხოლო ორი დოზით ვაქცინირებულებისთვის — ბუსტერული დოზის გაკეთება. მისი თქმით, ახლა უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ბუსტერული აცრა „მკვეთრად ზრდის დაცვის დონეს“.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო გაფრთხილებთ: „ომიკრონით“ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19
ბრიტანელმა მეცნიერებმა 24 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში COVID-19-ის ახალი შტამი B.1.1.529 გამოვლინდა, რომლის მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაციაა აღმოჩენილი. ეს ზრდის ახალი შტამის მდგრადობას ვაქცინებისადმი და ასევე გადადების უნარს. თუმცა მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მუტაციების დიდი რაოდენობა შტამს არასტაბილურობით ემუქრება, რაც მის გავრცელებას გააძნელებს.
ახალი შტამი ჯანმომ საგანგებო სხდომაზე „შეშფოთების გამომწვევად“ აღიარა და ბერძნული ანბანის მეთხუთმეტე ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე დაფიქსირებულია ბელგიაში, ისრაელში, ავსტრალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდსა და სხვა ქვეყნებში. ჯერჯერობით ყველა გამოვლენილი შემთხვევა სხვა ქვეყნიდანაა შეტანილი. რიგმა სახელმწიფოებმა უკვე ჩაკეტეს საზღვრები აფრიკის ქვეყნებიდან ჩამსვლელებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0