Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სამხრეთ აფრიკის ექიმები: ომიკრინ-შტამით ჰოსპიტალიზაცია ყველაზე ხშირია ახლგაზრდებში

© AP Photo / Denis Farrellექიმები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში
ექიმები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
გამოწერა
ახალი შტამით ინფიცირებული ახალგაზრდების 65% არის აუცრელი, დანარჩენების უმრავლესობა ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზით არიან ვაქცინირებული
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექიმები შეშფოთებული არიან ახალგაზრდა მოსახლეობაში კორონავირუსის ახალი ომიკრონ-შტამის გავრცელების სისწრაფით. ამის შესახებ გაზეთი Times of Israel წერს.
„20-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს აღენიშნებათ ზომიერი და მძიმე ავადობა, ზოგიერთ მათგანს ინტენსიური თერაპია სჭირდება. დაახლოებით 65 პროცენტი არ არის აცრილი, დანარჩენი ახალგაზრდების უმეტესობა აცრილია მხოლოდ პირველი დოზით“, - განაცხადა იოჰანესბურგის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში სოუეტოს დასახლებაში მდებარე საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა რუდო მატივამ.
მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გაგრძელდება, სამედიცინო დაწესებულებები გადაიტვირთება. სპეციალისტმა ივარაუდა, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში შეიქმნება სიტუაცია, რომელიც დელტა შტამის დროს იყო, ამიტომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მეტი საწოლი უნდა მომზადდეს.
ვაქცინაციის ცენტრი ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ომიკრონის საფრთხე: ისრაელმა ორი კვირით საზღვრები ჩაკეტა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) პარასკევს საგანგებო სხდომაზე აღიარა B.1.1.529 როგორც „შეშფოთების გამომწვევი" და მიანიჭა მას სახელწოდება „ომიკრონი", ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით. შაბათს საქართველოში აფრიკის რვა ქვეყნიდან ჩამოსულთათვის 14-დღიანი კარანტინი და შემდეგ PCR-ტესტირება დაწესდა.
აფრიკის შემდეგ, ომიკრონი ამ დროისთვის გამოვლინდა ჰონგ-კონგში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და ავსტრიაში.
ჯანმოში ვარაუდობენ, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს ახალი შტამის შესაძლებლობებს, მათ შორის ვაქცინებისადმი მედეგობას.
აზიის და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აფრიკის ბევრ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა უკვე შეწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0