Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეცნიერებმა „ომიკრონის“ შტამი გამოყვეს: ვაქცინების შემუშავება უკვე შესაძლებელია

© courtesy of Vetandlife / გადასვლა მედიაბანკშისამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აზიაში პირველებმა შეძლეს კლინიკური ნიმუშებიდან „ომიკრონის“ გამოყოფა, რაც კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების შექმნას შეუწყობს ხელს, ნათქვამია უნივერსიტეტის საიტზე.

„ჰონკონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მკვლევარებმა აზიაში პირველებმა შეძლეს კლინიკური ნიმუშებიდან SARS-CoV-2-ის ვარიანტ „ომიკრონის“ გამოყოფა... ეს შესაძლებელს გახდის ჯანმოს მიერ „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტად აღიარებული „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებასა და წარმოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან აღინიშნება, რომ ჰონკონგელმა მეცნიერებმა „ომიკრონით“ ინფიცირებული ნიმუშებიდან შტამი ორშაბათს, გვიან ღამით გამოყვეს, ანუ ჰონკონგში პირველი ორი შემთხვევის გამოვლენიდან ოთხი დღის და ჯანმოს მიერ ახალი ვარიანტის რეგისტრაციიდან ხუთი დღის შემდეგ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
მსოფლიო დღეს
ევროკომისია: „ომიკრონის“ გავრცელების აღკვეთა შეუძლებელია
„ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ვარიანტის საფრთხის სერიოზულობას და დაუყოვნებლივ შევუდექით მუშაობას. შტამის გამოყოფა — ეს პირველი ნაბიჯია კორონავირუსის ახალი ვარიანტის გადაუდებელი შესწავლის გზაზე“, — განაცხადა პროფესორმა კვოკ-იუნგ იუნმა.
როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, ვირუსის გამოყოფა და ინკუბაცია ბიოუსაფრთხოების მესამე დონის მქონე ლაბორატორიაში (ლაბორატორია P3) ჩატარდა. ამ დროისათვის აღნიშნული უნივერსიტეტი ერთადერთია ჰონკონგში, სადაც ასეთი დონის ლაბორატორია არსებობს.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცნობილია „ომიკრონის“ შვიდი ადრეული სიმპტომი: რით განსხვავდება ის „დელტასგან“
მიკრობიოლოგების გუნდი ამჟამად ვირუსის ვარიანტის შემდგომ იზოლაციასა და გაწმენდაზე მუშაობს, რათა ინაქტივირებული მთლიანი ვირუსის საფუძველზე ვაქცინების წარმოება დაიწყოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა საგანგებო სხდომაზე, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
ყველა ახალი ამბავი
0