მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისია: „ომიკრონის“ გავრცელების აღკვეთა შეუძლებელია

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. კორონოვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ მსოფლიოში გავრცელების აღკვეთა შეუძლებელია, თუმცა ევროკავშირს აუცილებლად ესაჭიროება ზომებს გატარება მისი მაქსიმალურად შეკავებისთვის, განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ბრიფინგზე.

„გარკვეული ზომების მიღება საჭიროა არა იმისთვის, რომ ვირუსი ევროპაში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში არ შევუშვათ — ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია — არამედ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევანელოთ მისი გავრცელება და ევროპის ჯანდაცვის ორგანოებსა და ვაქცინების მომწოდებლებს დრო მივცეთ ადაპტაციისთვის“, — განაცხადა მან.

მსოფლიოში კარანტინი იწყება: რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
მსოფლიოში კარანტინი იწყება: რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამ „ომიკრონზე“

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“

კორონავირუსის ვარიანტი B.1.1.529, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2021 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში გამოვლინდა.
მეცნიერების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შტამის მომჭიდებელი ცილა უჩველოდ დიდი რაოდენობის, 32 მუტაციას მოიცავს, ეს ვარიანტი შესაძლოა უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ამ დროისათვის დომინანტი „დელტაა“.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო გაფრთხილებთ: „ომიკრონით“ ისინიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19
ჯანმომ ახალი ვარიანტის მსოფლიოში გავრცელების რისკი შეაფასა როგორც „ძალიან მაღალი“. ამასთან აღინიშნა, რომ „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევა ჯერჯერობით არსად არ დაფიქსირებულა, თუმცა არ გამოირიცხება, რომ კორონავირუსის ამ ვარიანტით ისინიც დაინფიცირდნენ, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19.
ამ დროისათვის „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევებიუ უკვე დაფიქსირებულია: იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ჰონკონგში, პორტუგალიაში, იაპონიაში, ჩინეთში და სხვა სახელმწიფოებში. შესაბამისად, ქვეყნების ხელისუფლებებმა ავიამიმოსვლები შეზღუდეს და ახალი კარანტინები გამოაცხადეს.
ყველა ახალი ამბავი
0