ლუკაშენკო იმუქრება: ევროკავშირი ახალ სანქციებს ამზადებს ბელარუსის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი თითქმის მზადაა და ის მიმდინარე კვირაში ამოქმედდება, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიიმეტსმა.
მისი თქმით, ახალი შეზღუდვები ძალაში 2 დეკემბერს შევა.
 მიგრანტები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი მიგრანტებს ბელარუსიდან შინ დაბრუნებაში დაეხმარება: გადაწყდა თანხის გამოყოფა
სანქციების სიაში შესული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. მათი ვინაობა მხოლოდ დოკუმენტის გამოქვეყნების დღეს გახდება ცნობილი.

„ამ ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროებამ შესაძლოა გაუმართლებელი დაბნეულობა გამოიწვიოს. ეს ასევე საშუალებას მისცემს ამ პირებს, სწრაფად იმოქმედონ და, მაგალითად, აქტივების რესტრუქტურიზაცია მოახდინონ, ან რამე მსგავსი გააკეთონ“, — განმარტა ლიიმეტსმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები, რომლებიც ბელარუსს მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაციის გამო უწესდება, 28 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
აღნიშნულ რესტრიქციებზე პასუხად ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმუქრება, რომ გაზსადენ „იამალი-ევროპით“ გაზის მიწოდებას გადაკეტავს.
ყველა ახალი ამბავი
0