მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი მიგრანტებს ბელარუსიდან შინ დაბრუნებაში დაეხმარება: გადაწყდა თანხის გამოყოფა

© photo: Sputnik / Victor Tolochko მიგრანტები
 მიგრანტები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ევროკავშირი 3,5 მლნ ევროს გამოყოფს იმისთვის, რომ ბელარუსში მყოფ არალეგალ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს. ამის თაობაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„სულ უფრო მეტი მიგრანტი ხვდება ხაფანგში და ჩვენ ვითანამშრომლებთ გაეროს სააგენტოებთან, რათა შევამსუბუქოთ მათი სამშობლოში დაბრუნება. ჩვენ 3,5 მილიონამდე ევროს გამოვყოფთ, რათა ხელი შევუწყოთ მათ ნებაყოფლობით წასვლას ბელარუსიდან“, − განაცხადა მან.

გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გაასამმაგებს ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთისთვის 2021-2022 წლებში გამოყოფილი თანხის რაოდენობას, რათა ამ სახელმწიფოებმა საკუთარი საზღვრები განამტკიცონ და გააძლიერონ.
 მიგრანტები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
მსოფლიო დღეს
მორავეცკი: ბელარუსში 10 ათასზე მეტი მიგრანტი რჩება, კრიზისში საერთაშორისო მაფიაა ჩართული
კრიზისი ბელარუსის საზღვრებზე ლატვიასთან, ლიეტუვასა და პოლონეთთან, საითაც მიგრანტები წლის დასაწყისიდან დაიძრნენ, მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს. რამდენიმე ათასი ადამიანი პოლონეთის საზღვარს მიადგა ბელარუსის მხრიდან. მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს საზღვრის ძალით გადაკვეთა, თუმცა პოლონურმა მხარემ ეს მცდელობები აღკვეთა. ევროკავშირის ქვეყნები მინსკს კრიზისის მიზანმიმართულ ესკალაციაში ადანაშაულებენ და სანქციების დაწესებას მოითხოვენ. პრეზიდენტი ლუკაშენკო აცხადებს, რომ ამ ვითარებაში თავად დასავლეთის ქვეყნები არიან დამნაშავე, რომელთა ქმედებების გამო ხალხი ომს გაურბის.
ყველა ახალი ამბავი
0