მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მორავეცკი: ბელარუსში 10 ათასზე მეტი მიგრანტი რჩება, კრიზისში საერთაშორისო მაფიაა ჩართული

© photo: Sputnik / Victor Tolochko მიგრანტები
 მიგრანტები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსში მყოფმა მიგრანტებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს, მაგრამ 10 ათასზე მეტი არალეგალი კვლავ რჩება ქვეყანაში. ფაქტები აჩვენებს, რომ კრიზისში საერთაშორისო მაფიაა ჩართული, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინშთან რიგაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„პირველი თვითმფრინავები რამდენიმე ასეული მიგრანტით, რომლებმაც მოისურვეს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება, უკვე გაფრინდა ამ ქვეყნებში. მაგრამ სართო ჯამში დაახლოებით 10 ათასზე მეტი ადამიანი კვლავ რჩება ბელარუსში“, — თქვა მორავეცკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ ისინი, ვინც არსებული ვითარების უიმედობას ხედავს.
 მიგრანტები - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
მსოფლიო დღეს
„არაპროგნოზირებადი პარტნიორი“: პოლონეთი შიშობს, რომ ბელარუსი მიგრანტებს შეაიარაღებს
პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის ფაქტი, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტები სასაზღვრო ხაზიდან ლოჯისტიკურ ცენტრებში გადაიყვანა, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ბელარუსის ხელმძღვანელობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ამასთან, პრემიერის აზრით, ბელარუსი–პოლონეთის საზღვარზე შექმნილ მიგრაციულ კრიზისში საერთაშორისო მაფიაა ჩართული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უკვე დაპატიმრებულია ადამიანების კონტრაბანდით დაკავებული 400-მდე პირი.
„ესენი არიან სხვადასხვა ეროვნების პირები, მათ შორის დასავლეთ ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ჩანს, რომ საერთაშორისო მაფია ეხმარება ლუკაშენკოს, გამოიყენოს ეს უბედური ხალხი საზღვარზე პოლიტიკურ კრიზისში“, — განაცხადა მორავეცკიმ.
კრიზისი ბელარუსის საზღვრებზე ლატვიასთან, ლიეტუვასა და პოლონეთთან, საითაც მიგრანტები წლის დასაწყისიდან დაიძრნენ, მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს. რამდენიმე ათასი ადამიანი პოლონეთის საზღვარს მიადგა ბელარუსის მხრიდან. მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს საზღვრის ძალით გადაკვეთა, თუმცა პოლონურმა მხარემ ეს მცდელობები აღკვეთა. ევროკავშირის ქვეყნები მინსკს კრიზისის მიზანმიმართულ ესკალაციაში ადანაშაულებენ და სანქციების დაწესებას მოითხოვენ. პრეზიდენტი ლუკაშენკო აცხადებს, რომ ამ ვითარებაში თავად დასავლეთის ქვეყნები არიან დამნაშავე, რომელთა ქმედებების გამო ხალხი ომს გაურბის.
ყველა ახალი ამბავი
0