მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„არაპროგნოზირებადი პარტნიორი“: პოლონეთი შიშობს, რომ ბელარუსი მიგრანტებს შეაიარაღებს

© AFP 2024 / BELTA / EONID SHCHEGLOV მიგრანტები
 მიგრანტები - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთი შიშობს, რომ არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ბელარუსის მხრიდან საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ, შეიძლება შეაიარაღონ, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პავლ იაბლონსკიმ რადიოსადგურ RMF FM-ის ეთერში.

„გვაქვს ღია ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან და მესენჯერებიდან, რომლებსაც ბელარუსის სამსახურები იყენებენ საზღვართან თავის მიერვე მიყვანილ მიგრანტებთან კომუნიკაციისთვის, რომ იქ ჩნდება იდეები მიგრანტების ნაწილის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებაზე, რათა მათ პოლონეთის საზღვრის მცველებზე შეტევა შეძლონ“, — განაცხადა იაბლონსკიმ.

მისი თქმით, პოლონური მხარე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ გარკვეულმა ადამიანებმა შეიძლება სცადონ ამ იარაღის გამოყენება, რაც „სრულიად რეალური სცენარია“.
პოლონელი სამხედროები საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
მსოფლიო დღეს
მიგრანტები საზღვრის ძალით გასარღვევად ემზადებიან: პოლონეთი განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს
ამასთან, იაბლონსკის თქმით, პოლონელ ძალოვანებს გამუდმებით ესმით სროლის ხმები საზღვარზე ბელარუსის მხრიდან და ასევე არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ბელარუსელი მესაზღვრეები მიგრანტებს ძალით ყრიან პოლონეთის ტერიტორიისკენ.
„ვითარება ძალიან დაძაბულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება კიდევ მეტად გამწვავდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქმე არაპროგნოზირებად პარტნიორთან გვაქვს და მზად უნდა ვიყოთ ვითარების ძალიან სერიოზული გამწვავებისთვის. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ეს უსერიოზულესი საფრთხეა პოლონეთისთვის. არ მსურს ომით ან ძალის ფართო გამოყენებით დავაშინო ვინმე, მაგრამ ესკალაციის გამორიცხვა არ შეგვიძლია“, — აღნიშნა მან.
ამ დროისათვის პოლონეთის მხრიდან საზღვარს 4 ათასი მესაზღვრე, 2 ათასი პოლიციელი და პოლონეთის არმიის 15 ათასი ჯარისკაცი იცავს.
მიგრანტები პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე ბანაკში - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
მსოფლიო დღეს
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კედლის აგებას გეგმავს
მიმდინარე წლის ზაფხულში ბელარუსისა და პოლონეთის, ასევე ბელარუსისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებზე ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა ნაკადები საგრძნობლად გაიზარდა. მიგრანტები დასავლეთ ევროპაში გაჭრას ცდილობდნენ. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 8 ნოემბერს, როდესაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაახლოებით 2 ათასმა მიგრანტმა მოიყარა თავი და სტიქიური ბანაკი მოაწყო. პოლონელმა ძალოვნებმა საზღვრის გარღვევის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
დასავლეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას მინსკს აკისრებს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანას, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, „არც ფული აქვს და არც ძალა“ საიმისოდ, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.
ყველა ახალი ამბავი
0