https://sputnik-georgia.com/20211115/migrantebi-sazrvris-zalit-garrvevas-apireben-262086306.html
მიგრანტები საზღვრის ძალით გასარღვევად ემზადებიან: პოლონეთი განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს
მიგრანტები საზღვრის ძალით გასარღვევად ემზადებიან: პოლონეთი განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. არალეგალ მიგრანტთა დიდი ჯგუფი, დაახლოებით 3.500 კაცი ქალაქ კუზნიცას სასაზღვრო გასასვლელთანაა შეკრებილი, ლტოლვილები, სავარაუდოდ... 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T16:46+0400
2021-11-15T16:46+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
პოლონეთი
ბელარუსი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261943443_0:65:3415:1985_1920x0_80_0_0_d167ad07ef26bd7575c27b7c4f79007f.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. არალეგალ მიგრანტთა დიდი ჯგუფი, დაახლოებით 3.500 კაცი ქალაქ კუზნიცას სასაზღვრო გასასვლელთანაა შეკრებილი, ლტოლვილები, სავარაუდოდ, საზღვრის ძალით გასარღვევად ემზადებიან, იუწყება პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.გარდა ამისა, აღნიშნულ ადგილზე მიგრანტების დიდ თავმოყრაზე იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტროც და ამასთან ადგილიდან შესაბამის ვიდეოებსაც აქვეყნებს.ამ დროისათვის საზღვარს 4 ათასი მესაზღვრე, 2 ათასი პოლიციელი და პოლონეთის არმიის 15 ათასი ჯარისკაცი იცავს.მიმდინარე წლის ზაფხულში ბელარუსისა და პოლონეთის, ასევე ბელარუსისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებზე ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა ნაკადები საგრძნობლად გაიზარდა. მიგრანტები დასავლეთ ევროპაში გაჭრას ცდილობდნენ. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 8 ნოემბერს, როდესაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაახლოებით 2 ათასმა მიგრანტმა მოიყარა თავი და სტიქიური ბანაკი მოაწყო. პოლონელმა ძალოვნებმა საზღვრის გარღვევის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.დასავლეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას მინსკს აკისრებს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანას, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, „არც ფული აქვს და არც ძალა“ საიმისოდ, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.
პოლონეთი
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261943443_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_25ed6dbce1fc5e1f66713765c6758d18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლონეთი , ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, პოლონეთი , ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. არალეგალ მიგრანტთა დიდი ჯგუფი, დაახლოებით 3.500 კაცი ქალაქ კუზნიცას სასაზღვრო გასასვლელთანაა შეკრებილი, ლტოლვილები, სავარაუდოდ, საზღვრის ძალით გასარღვევად ემზადებიან, იუწყება პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო
Twitter-ზე. „არალეგალი მიგრანტები კუზნიცაში სასაზღვრო გასასვლელთან იკრიბებიან ბელარუსის მხრიდან. ადგილობრივი სამსახურების მხარდაჭერით ისინი, დიდი ალბათობით, საზღვრის ძალით გადაკვეთას გეგმავენ. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები, პოლიცია და ჯარისკაცები მზად არიან“, — ნათქვამია სამინისტროს შეტყობინებაში.
გარდა ამისა, აღნიშნულ ადგილზე მიგრანტების დიდ თავმოყრაზე იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტროც და ამასთან ადგილიდან შესაბამის ვიდეოებსაც აქვეყნებს.
ამ დროისათვის საზღვარს 4 ათასი მესაზღვრე, 2 ათასი პოლიციელი და პოლონეთის არმიის 15 ათასი ჯარისკაცი იცავს.
მიმდინარე წლის ზაფხულში ბელარუსისა და პოლონეთის, ასევე ბელარუსისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებზე ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ლტოლვილთა ნაკადები საგრძნობლად გაიზარდა. მიგრანტები დასავლეთ ევროპაში გაჭრას ცდილობდნენ. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 8 ნოემბერს, როდესაც პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაახლოებით 2 ათასმა მიგრანტმა მოიყარა თავი და სტიქიური ბანაკი მოაწყო. პოლონელმა ძალოვნებმა საზღვრის გარღვევის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
დასავლეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას მინსკს აკისრებს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანას, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, „არც ფული აქვს და არც ძალა“ საიმისოდ, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.