მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტრატეგიული პროექტი: გერმანიის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი რუსულ გაზსადენს იწუნებს

© photo: Sputnik / Ekaterina Solovieva / გადასვლა მედიაბანკში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ობიექტი
 „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ნოემბერი − Sputnik. გერმანიის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა რობერტ ჰაბეკმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მილსადენი არ არის კომერციული პროექტი.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არასდროს ყოფილა უბრალოდ ეკონომიკური პროექტი. ეს სტრატეგიული პროექტია, რომელიც ზეწოლას ახდენს უკრაინაზე და აძლიერებს გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთზე“, − განაცხადა პოლიტიკოსმა.

გერმანული მედიის ცნობით, პარტია „მწვანეთა კავშირის“ თანათავმჯდომარე ჰაბეკი ეკონომიკის მინისტრი გახდება და ამასთან ერთად ვიცე-კანცლერის სავარძელსაც დაიკავებს.
მანამდე, 17 ნოემბერს გერმანიის ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ დროებით შეაჩერა გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის სერტიფიკაციის პროცესი მანან, სანამ ის გერმანულ შვილობილ კომპანიას არ ჩამოაყალიბებს გერმანიისავე კანონმდებლობის საფუძველზე.
 გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გერმანელმა მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაცია შეაჩერა
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
პოლონეთის პრემიერმა გერმანიას რუსული გაზსადენის სრული შეჩერებისკენ მოუწოდა>>
მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ის გაზს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებს, სანქციები დაუწესდება.
ყველა ახალი ამბავი
0