https://sputnik-georgia.com/20211118/polonetma-germanias-rusuli-gazsadenis-sruli-secerebisken-mouwoda-262171268.html
პოლონეთის პრემიერმა გერმანიას რუსული გაზსადენის სრული შეჩერებისკენ მოუწოდა
პოლონეთის პრემიერმა გერმანიას რუსული გაზსადენის სრული შეჩერებისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ მოუწოდა გერმანიას, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვებაზე. ამის... 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T10:38+0400
2021-11-18T10:38+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
რუსეთი
გერმანია
პოლონეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/17/246981763_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_bb64c21e024868c2ddac01bb707c4b98.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ მოუწოდა გერმანიას, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვებაზე. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.მორავეცკის აზრით, გერმანიამ „დამატებითი ფულები არ უნდა უხადოს ვლადიმირ პუტინს ენერგორესურსების გადასახადის სახით“, რაც მას შეიარაღების გაზრდაში დაეხმარება, არამედ, თუ მშვიდობა სურს, საერთოდ უნდა შეაჩეროს რუსული პროექტი.ჟურნალისტის შეკითხვაზე, „რას ეტყოდით გერმანიის სავარაუდო კანცლერ ოლაფ შოლცს რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით“, მორავეცკიმ უპასუხა:მანამდე, 17 ნოემბერს გერმანელმა მარეგულირებელმა დროებით შეაჩერა გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის სერტიფიკაციის პროცესი მანან, სანამ ის გერმანულ შვილობილ კომპანიას არ ჩამოაყალიბებს გერმანიისავე კანონმდებლობის საფუძველზე.აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ ევროპაში გაზის ფასმა მატება, ხოლო „გაზპრომის“ აქციებმა გაიაფება დაიწყო.„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ის გაზს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებს, სანქციები დაუწესდება.
https://sputnik-georgia.com/20211116/crdiloetis-nakadi2-is-sertifikacia-secerda-262113171.html
გერმანია
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24698/17/246981763_377:0:3078:2026_1920x0_80_0_0_b4a89c217e55117ad2111535321c4232.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, გერმანია , პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, გერმანია , პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ მოუწოდა გერმანიას, უარი თქვას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაშვებაზე. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ
Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მორავეცკის აზრით, გერმანიამ „დამატებითი ფულები არ უნდა უხადოს ვლადიმირ პუტინს ენერგორესურსების გადასახადის სახით“, რაც მას შეიარაღების გაზრდაში დაეხმარება, არამედ, თუ მშვიდობა სურს, საერთოდ უნდა შეაჩეროს რუსული პროექტი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „რას ეტყოდით გერმანიის სავარაუდო კანცლერ ოლაფ შოლცს რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით“, მორავეცკიმ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უნდა შეჩერდეს“.
მანამდე, 17 ნოემბერს გერმანელმა მარეგულირებელმა დროებით შეაჩერა გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის სერტიფიკაციის პროცესი მანან, სანამ ის გერმანულ შვილობილ კომპანიას არ ჩამოაყალიბებს გერმანიისავე კანონმდებლობის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ ევროპაში გაზის ფასმა მატება, ხოლო „გაზპრომის“ აქციებმა გაიაფება დაიწყო.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ის გაზს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებს, სანქციები დაუწესდება.