https://sputnik-georgia.com/20211126/batumis-biujeti-daamtkices-262389587.html
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს
Sputnik საქართველო
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, საკრებულოს შენობის გარეთ აქციის მიმდინარეობისას სამი... 26.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-26T13:33+0400
2021-11-26T13:33+0400
2021-11-26T18:55+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
აჭარა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262385132_113:168:1020:678_1920x0_80_0_0_cf7d53c8934e88407cec9609940ee32f.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად, ბათუმის ძველმა, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი 25-დან 14 ხმით მაინც დაამტკიცა.ქალაქ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.როგორც „ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს ძველი მოწვევის დეპუტატები აცხადებენ, ბიუჯეტი მორგებულია სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე და ის ხალხზეა ორიენტირებული.„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატების განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უკანონოა და მათ არ ჰქონდათ უფლება, ქალაქის ბიუჯეტი ახლადარჩეული დეპუტატების გარეშე მიეღოთ.ახლად არჩეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ კიდევ სხდომის დაწყების წინ განაცხადეს, რომ სათათბირო ორგანოს ძველ შემადგენლობას 2022 წლის ბიუჯეტის მიღების უფლებას არ მისცემდნენ.ხმაური ბათუმის საკრებულოს შენობის გარეთაც იყო, სადაც სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე სამი ადამიანი დააკავა.სხდომის ჩასაშლელად ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური მძაფრი სუნის მქონე ხსნარიც მოასხა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. როგორც ქამადაძემ განაცხადა, ხსნარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.სხდომათა დარბაზის განიავების შემდეგ ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა მალევე განახლდა, ოპოზიციონერები კი სამართალდამცველებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ერთობლივ პროტესტს არ შეუერთდნენ საკრებულოს ახლად არჩეული წევრები ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“.არჩევნების შედეგად საკრებულოს ახალი შემადგენლობა მრავალპარტიულია. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ 35-დან 16 ადგილი მოიპოვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა 14 მანდატი აქვს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – ორი, „ლელოს“ – ერთი მანდატი. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დღეებში გარდაცვლილი ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გამოაკლდა. ამ მანდატის მოსაპოვებლად შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.შესაბამისად, ამჟამად საკრებულოში 34 ადგილიდან „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.64 ქალაქისა და რაიონის ახალი საკრებულოები თავიანთ პირველ სხდომას გამართავენ არაუგვიანეს 13 დეკემბრისა, ანუ ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.
https://sputnik-georgia.com/20211126/batumis-zugdidis-sakrebuloebi2022-wlis-biujetis-mirebas-cdiloben-262386920.html
https://sputnik-georgia.com/20211125/saprotesto-aqciebi-tbilissa-da-batumsi-awaris-mtavrobis-gadadgomas-itxoven-262359877.html
ბათუმი
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262385132_243:190:893:678_1920x0_80_0_0_5983f9b96c92929315c343f75448b514.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, აჭარა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, აჭარა , პოლიტიკა საქართველოში
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი პროტესტის მიუხედავად მაინც დაამტკიცეს
13:33 26.11.2021 (განახლებულია: 18:55 26.11.2021) ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, საკრებულოს შენობის გარეთ აქციის მიმდინარეობისას სამი ადამიანი დააკავეს.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად, ბათუმის ძველმა, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი 25-დან 14 ხმით მაინც დაამტკიცა.
ქალაქ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც „ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს ძველი მოწვევის დეპუტატები აცხადებენ, ბიუჯეტი მორგებულია სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე და ის ხალხზეა ორიენტირებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატების განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უკანონოა და მათ არ ჰქონდათ უფლება, ქალაქის ბიუჯეტი ახლადარჩეული დეპუტატების გარეშე მიეღოთ.
ახლად არჩეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ კიდევ სხდომის დაწყების წინ განაცხადეს, რომ სათათბირო ორგანოს ძველ შემადგენლობას 2022 წლის ბიუჯეტის მიღების უფლებას არ მისცემდნენ.
ხმაური ბათუმის საკრებულოს შენობის გარეთაც იყო, სადაც სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე სამი ადამიანი დააკავა.
სხდომის ჩასაშლელად ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური მძაფრი სუნის მქონე ხსნარიც მოასხა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. როგორც ქამადაძემ განაცხადა, ხსნარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.
სხდომათა დარბაზის განიავების შემდეგ ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა მალევე განახლდა, ოპოზიციონერები კი სამართალდამცველებმა შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ერთობლივ პროტესტს არ შეუერთდნენ საკრებულოს ახლად არჩეული წევრები ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“.
არჩევნების შედეგად საკრებულოს ახალი შემადგენლობა მრავალპარტიულია. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ 35-დან 16 ადგილი მოიპოვა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა 14 მანდატი აქვს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – ორი, „ლელოს“ – ერთი მანდატი. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დღეებში გარდაცვლილი ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გამოაკლდა. ამ მანდატის მოსაპოვებლად შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.
შესაბამისად, ამჟამად საკრებულოში 34 ადგილიდან „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.
64 ქალაქისა და რაიონის ახალი საკრებულოები თავიანთ პირველ სხდომას გამართავენ არაუგვიანეს 13 დეკემბრისა, ანუ ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.