https://sputnik-georgia.com/20211126/batumis-zugdidis-sakrebuloebi2022-wlis-biujetis-mirebas-cdiloben-262386920.html
დაპირისპირება: ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას ცდილობენ
დაპირისპირება: ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას ცდილობენ
Sputnik საქართველო
ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების სხდომები ჩაშალოს. 26.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-26T12:37+0400
2021-11-26T12:37+0400
2021-11-26T17:48+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
აჭარა
სამეგრელო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262385139_116:0:1179:598_1920x0_80_0_0_7b2ce8ac9c8640137294b5a2e764d9b3.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების სხდომები კვლავ ხმაურით დაიწყო. იქ მომავალი წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტების განხილვა მიმდინარეობს. ადგილებზე მობილიზებულია პოლიცია.ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციონერები, რომლებმაც ბათუმისა და ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოებში უმრავლესობა მიიღეს. უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ბიუჯეტის მიღებას გეგმავს წინა მოწვევის საკრებულო, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს უფლებამოსილებას. ძველ შემადგენლობაში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს.ოპოზიციონერები დილიდან ყველაფერს აკეთებენ სხდომების ჩასაშლელად. იყენებენ სასტვენებს, ნივთიერებას ცუდი სუნით. პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე და სხვა ოპოზიციონერები, რომლებიც ზუგდიდის საკრებულოს მუშაობის ჩაშლას ცდილობდნენ, სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალით გაიყვანა.როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტს იმიტომ იღებენ, რომ მათ ოპოზიციური საკრებულოების ეშინიათ, რადგან თუ ბიუჯეტის მიღება ორჯერ ჩავარდა, მერისა და საკრებულოს არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.ბათუმში საკრებულოს სხდომა დროებით შეწყდა ცუდი სუნის გამო. სხდომათა დარბაზი გაანიავეს.ცუდი სუნის მქონე სითხე დარბაზში საკრებულოს მომავალმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" მირდატ ქამადაძემ მოასხა. მისი მტკიცებით, ეს სითხე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.ახლახან ცნობილი გახდა, რომ ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
https://sputnik-georgia.com/20211125/-------2022----262374410.html
ბათუმი
საქართველო
აჭარა
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1a/262385139_265:0:1062:598_1920x0_80_0_0_101950132655eb7a9da07b9708dd9061.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, აჭარა , სამეგრელო , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, აჭარა , სამეგრელო , პოლიტიკა საქართველოში
დაპირისპირება: ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოები 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას ცდილობენ
12:37 26.11.2021 (განახლებულია: 17:48 26.11.2021) ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების სხდომები ჩაშალოს.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების სხდომები კვლავ ხმაურით დაიწყო. იქ მომავალი წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტების განხილვა მიმდინარეობს. ადგილებზე მობილიზებულია პოლიცია.
ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციონერები, რომლებმაც ბათუმისა და ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოებში უმრავლესობა მიიღეს. უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ბიუჯეტის მიღებას გეგმავს წინა მოწვევის საკრებულო, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს უფლებამოსილებას. ძველ შემადგენლობაში უმრავლესობა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს.
ოპოზიციონერები დილიდან ყველაფერს აკეთებენ სხდომების ჩასაშლელად. იყენებენ სასტვენებს, ნივთიერებას ცუდი სუნით. პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე და სხვა ოპოზიციონერები, რომლებიც ზუგდიდის საკრებულოს მუშაობის ჩაშლას ცდილობდნენ, სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალით გაიყვანა.
როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტს იმიტომ იღებენ, რომ მათ ოპოზიციური საკრებულოების ეშინიათ, რადგან თუ ბიუჯეტის მიღება ორჯერ ჩავარდა, მერისა და საკრებულოს არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.
ბათუმში საკრებულოს სხდომა დროებით შეწყდა ცუდი სუნის გამო. სხდომათა დარბაზი გაანიავეს.
ცუდი სუნის მქონე სითხე დარბაზში საკრებულოს მომავალმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" მირდატ ქამადაძემ მოასხა. მისი მტკიცებით, ეს სითხე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.