https://sputnik-georgia.com/20211125/-------2022----262374410.html
ჩხუბი და ლანძღვა-გინება: როგორ განიხილებოდა ბათუმში ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი
ჩხუბი და ლანძღვა-გინება: როგორ განიხილებოდა ბათუმში ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლადარჩეული დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის განხილვა მათი მონაწილეობის გარეშე უკანონოა. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T20:11+0400
2021-11-25T20:11+0400
2021-11-26T00:26+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636730_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_fe9fd5129fb8809945d302de05fc3302.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ჩხუბი ატეხეს.ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოს შენობაში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედი მოწვევის უმრავლესობის დეპუტატები სხდომას მართავდნენ, შევიდნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული დეპუტატები.მმართველი პარტიის წევრები შეიკრიბნენ, რათა ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი განეხილათ.„ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული დეპუტატების თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უკანონოა და მათ არ აქვთ უფლება, ბიუჯეტი მათი მონაწილეობის გარეშე განიხილონ.ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მირდატ ქამადაძემ პროტესტის ნიშნად დღის წესრიგის ფურცელი დახია და მაგიდაზე ავიდა. დაპირისპირება მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატები შენობიდან გაიყვანა.ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის ბათუმის საკრებულოს არჩევნები ოქტომბერში გაიმართა. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის საკრებულოში 14 დეპუტატი ჰყავს. მმართველმა პარტიამ 16 მანდატი მოიპოვა, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" - სამი, „ლელომ" - ერთი. თუმცა პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა არჩეულმა დეპუტატმა ეს პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. შედეგად, მმართველ პარტიას და ჯამურად ოპოზიციას ახალ საკრებულოში 17-17 ადგილი აქვთ.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636730_186:0:2915:2047_1920x0_80_0_0_93eacd47f49be30d89521dc58c2e6c1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ჩხუბი და ლანძღვა-გინება: როგორ განიხილებოდა ბათუმში ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი
20:11 25.11.2021 (განახლებულია: 00:26 26.11.2021) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლადარჩეული დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის განხილვა მათი მონაწილეობის გარეშე უკანონოა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ჩხუბი ატეხეს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოს შენობაში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედი მოწვევის უმრავლესობის დეპუტატები სხდომას მართავდნენ, შევიდნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული დეპუტატები.
მმართველი პარტიის წევრები შეიკრიბნენ, რათა ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი განეხილათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული დეპუტატების თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უკანონოა და მათ არ აქვთ უფლება, ბიუჯეტი მათი მონაწილეობის გარეშე განიხილონ.
ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მირდატ ქამადაძემ პროტესტის ნიშნად დღის წესრიგის ფურცელი დახია და მაგიდაზე ავიდა. დაპირისპირება მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიციამ ოპოზიციონერი დეპუტატები შენობიდან გაიყვანა.
ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის ბათუმის საკრებულოს არჩევნები ოქტომბერში გაიმართა. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმის საკრებულოში 14 დეპუტატი ჰყავს. მმართველმა პარტიამ 16 მანდატი მოიპოვა, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" - სამი, „ლელომ" - ერთი. თუმცა პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა არჩეულმა დეპუტატმა ეს პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. შედეგად, მმართველ პარტიას და ჯამურად ოპოზიციას ახალ საკრებულოში 17-17 ადგილი აქვთ.