https://sputnik-georgia.com/20211125/saprotesto-aqciebi-tbilissa-da-batumsi-awaris-mtavrobis-gadadgomas-itxoven-262359877.html
საპროტესტო აქციები: თბილისსა და ბათუმში აჭარის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ
საპროტესტო აქციები: თბილისსა და ბათუმში აჭარის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ
Sputnik საქართველო
აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციონერზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, რომელიც გასულ კვირაში გარდაიცვალა. 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T14:17+0400
2021-11-25T14:17+0400
2021-11-25T21:57+0400
ახალი ამბები
ბათუმი
თბილისი დღეს
საქართველო
აჭარა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/19/262356585_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_7c3ad4ae14286030f8d08bbdcacc4658.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და ბათუმში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისებთან, იუწყებიან „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტები ადგილებიდან.სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობების „სირცხვილიას“ და „დროას“ მომხრეები ქუჩაში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამ გამოიყვანა.ფუტკარაძე გასულ კვირაში გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი კირთაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მის 100 ათას დოლარად მოსყიდვას ცდილობდნენ, რათა საკრებულოში უმრავლესობა მიეღოთ.აქციის მონაწილეებმა თბილისში სირენები ჩართეს. აქციის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.ბათუმში „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს ყველა წევრი შეიკრიბა. ისინი დაშლას არ აპირებენ. მათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს თხოვნით მიმართეს, ყურადღებით შეისწავლონ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხი.აქციის მონაწილეებს გარდაცვლილი დეპუტატის დამ მიმართა.ოპოზიციონერების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბათუმის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ძალოვანი ჩინოვნიკები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებიც მას 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ გადაბირების სანაცვლოდ. მმართველ პარტიაში ამ ბრალდებებს უარყოფენ.ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში (სულ 35 ადგილი) „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. შესაბამისად, ახალ საკრებულოში ამჟამად „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.
https://sputnik-georgia.com/20211124/opoziciqa-qartul-ocnebas-zewolashi-adanashaulebs-262334483.html
https://sputnik-georgia.com/20211123/batumis-2022-wlis-biujeti-davis-sagani-262306368.html
ბათუმი
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/19/262356585_79:0:1215:852_1920x0_80_0_0_78caa609c85726135563ef10ab7e7e2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , თბილისი დღეს, საქართველო, აჭარა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , თბილისი დღეს, საქართველო, აჭარა , პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები: თბილისსა და ბათუმში აჭარის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ
14:17 25.11.2021 (განახლებულია: 21:57 25.11.2021) აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციონერზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, რომელიც გასულ კვირაში გარდაიცვალა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და ბათუმში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისებთან, იუწყებიან „
Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტები ადგილებიდან.
სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობების „სირცხვილიას“ და „დროას“ მომხრეები ქუჩაში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამ გამოიყვანა.
ფუტკარაძე გასულ კვირაში გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი კირთაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მის 100 ათას დოლარად მოსყიდვას ცდილობდნენ, რათა საკრებულოში უმრავლესობა მიეღოთ.
აქციის მონაწილეებმა თბილისში სირენები ჩართეს. აქციის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს ყველა წევრი შეიკრიბა. ისინი დაშლას არ აპირებენ. მათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს თხოვნით მიმართეს, ყურადღებით შეისწავლონ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხი.
აქციის მონაწილეებს გარდაცვლილი დეპუტატის დამ მიმართა.
„გუშინ ჩემი ძმის ჩანაწერები მოვისმინე და შემიძლია ვთქვა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ“, – განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძის დამ.
ოპოზიციონერების ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბათუმის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ძალოვანი ჩინოვნიკები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, რომლებიც მას 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ გადაბირების სანაცვლოდ. მმართველ პარტიაში ამ ბრალდებებს უარყოფენ.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში (სულ 35 ადგილი) „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და „ოცნებას“ შეუერთდა. შესაბამისად, ახალ საკრებულოში ამჟამად „ოცნებას“ და ჯამურად ოპოზიციას 17–17 მანდატი აქვთ.