სახელმწიფო სამუშაოს პოვნაში სოციალურად დაუცველ 50 ათას ადამიანს დაეხმარება

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსი 600 ათასზე მეტ ადამიანს აქვს და აქედან დაახლოებით 200 ათასი შრომისუნარიანია.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების რეფორმის ფარგლებში მთავრობა 2022 წელს სულ მცირე 50 ათას ადამიანს დაეხმარება სამუშაოს პოვნაში, განაცხადა ვიცე–პრემიერმა, სოფლის მეუნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების რეფორმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა. პრემიერის განცხადებით, ამჟამად საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია და აქედან დაახლოებით 200 ათასი შრომისუნარიანი, მაგრამ სახელმწიფო დახმარების დაკარგვის შიშით არ მუშაობს.
დამსაქმებელთა ასოციაცია: სამუშაო ადგილები არის, მაგრამ მუშაობის მოტივაცია – არა>>

„2022 წელს მინიმუმ 50 ათას ადამიანს დავასაქმებთ, თუმცა ამბიციური გეგმა უფრო მეტს გულისხმობს, იმედი მაქვს, რომ სრულად შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაო პროცესში ჩართვას მოვახერხებთ. დამსაქმებელი იქნება როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ვიცე–პრემიერის თქმით, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა კერძო სექტორში საკმაოდ მაღალია, თუნდაც სოფლის მეურნეობაში. სამუშაოს მაძიებლები ბევრ შემთხვევაში უარს ამბობენ მუშაობაზე, რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსის და, შესაბამისად, სახელმწიფოს შემწეობის დაკარგვის ეშინიათ. ხოლო ახალი პროგრამა მათ ამისგან დააზღვევს, აღნიშნა დავითაშვილმა.
მაგალითად, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულ მოქალაქეს სახელმწიფო გაუგრძელებს სოციალური შემწეობის გადახდას სეზონის დამთავრების შემდეგ.
„ის დაზღვეულია იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო დროებითია, მას ავტომატურად უნდა აღუდგეს ის წყარო რომელიც ჰქონდა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
საქართველოში უმუშევრობის დონე მესამე კვარტალში შემცირდა
კერძო სექტორის მოტივირებისთვის სახელმწიფო ამ კატეგორიის მოქალაქეების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებს სრულად დააფინანსებს.
„საბოლოოდ ჩვენი მიზანი არის, რომ ადამიანებს, რომლებიც შეეჩვევიან შრომას, რომლებიც ნახავენ დასაქმების პლუსს, გაუჩნდებათ უფრო მეტი ამბიცია, რომ მათ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ და ამისთვის მათ სჭირდებათ კიდევ უფრო მეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია და გახდნენ კონკურენტუნარიანები", – აღნიშნა მინისტრმა.
ინიციატივა საკანონმდებლო დონეზე მომავალი წლის დასაწყისში გაფორმდება. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროგრამის არსი არა ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიაა, არამედ მათი სწორად გამოყენება.
პრობლემა ციფრებში
დასაქმების პრობლემა ქვეყნის მთავრობისთვის სერიოზული გამოწვევაა. საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წლის მესამე კვარტალში 2,5 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 19,5% შეადგინა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით, ფინანსური დახმარება 633.586-მა ადამიანმა მიიღო, ანუ მოსახლეობის 17%-მა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
კალაძე: კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა, არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა სარეიტინგო ქულებზეა დამოკიდებული – რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მით ნაკლებია ქულა. დახმარების თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე 10-დან 60 ლარამდე მერყეობს.
„საქსტატის“ ოქტომბრის მონაცემებით, შრომისუნარიამი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 224,2 ლარს შეადგენს.
ასევე სტატისტიკის სამსახურის წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 1.328 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0