https://sputnik-georgia.com/20211122/kalaze-kvalificiuri-kadrebis-naklebobaa-262285513.html
კალაძე: კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა, არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც
კალაძე: კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა, არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც
Sputnik საქართველო
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერიაში ზუსტად იციან რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს ბიზნეს-სექტორი. სწორედ ამიტომ მერია წელს 5.000-მდე ადამიანს... 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T18:16+0400
2021-11-22T18:16+0400
2021-11-23T00:04+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259557748_0:0:1631:918_1920x0_80_0_0_6729010a141e3951b3e22634a4327ade.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მასმედიასთან ისაუბრა.კალაძის განცხადებით, სწორედ ამიტომ ამოქმედდა 2018 წელს ქალაქ თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის მიზანიც სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობაა. მერმა აღნიშნა, რომ პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით მიმდინარეობს.კალაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში 2021-2022 წელს პროფესიულ გადამზადებას 5 ათასამდე მოქალაქე გაივლის. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. მისი თქმით, ახალ პროგრამაში პროფესიული სასწავლებლების ჩართვაც იგეგმება და სოციალურად დაუცველი ადამიანები გადამზადებას შეძლებენ.მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი" დაინტერესებული მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია 2018 წლიდან პერიოდულად ცხადდება. პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნის სპეციალობებში მომზადება-გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას.
https://sputnik-georgia.com/20211122/samusao-socialuri-daxmarebis-nacvlad-raribasvili-262275780.html
https://sputnik-georgia.com/20211027/registracia-meriis-programaze-iswavle-da-dasaqmdi-261527939.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259557748_183:0:1631:1086_1920x0_80_0_0_a148e7ffdfb09be00c1cfe3e1b632c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, თბილისის მერია
კალაძე: კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა, არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც
18:16 22.11.2021 (განახლებულია: 00:04 23.11.2021) თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერიაში ზუსტად იციან რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს ბიზნეს-სექტორი. სწორედ ამიტომ მერია წელს 5.000-მდე ადამიანს გადაამზადებს.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მასმედიასთან ისაუბრა.
კალაძის განცხადებით, სწორედ ამიტომ ამოქმედდა 2018 წელს ქალაქ თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის მიზანიც სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობაა. მერმა აღნიშნა, რომ პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით მიმდინარეობს.
კალაძის თქმით, პროგრამის ფარგლებში 2021-2022 წელს პროფესიულ გადამზადებას 5 ათასამდე მოქალაქე გაივლის.
„ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია უსასყიდლოდ 5.000-მდე ადამიანის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს...ზუსტად ვიცით, ბიზნეს-სექტორი რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს და ამ ნიშნით ვამზადებთ მოქალაქეებს... ადამიანებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროგრამა, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. მისი თქმით, ახალ პროგრამაში პროფესიული სასწავლებლების ჩართვაც იგეგმება და სოციალურად დაუცველი ადამიანები გადამზადებას შეძლებენ.
მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი" დაინტერესებული მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია 2018 წლიდან პერიოდულად ცხადდება. პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნის სპეციალობებში მომზადება-გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას.