იწყება რეგისტრაცია მერიის პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი"

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, კურსებზე სწავლის ფულს მთლიანად თბილისის მერია აფინანსებს.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი" ჩასართავად დაინტერესებული მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია ცხადდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ელექტრონული რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებ-გვერდზე www.Tbilisi.gov.ge, ასევე ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. სასწავლო პროცესი კი 20 ნოემბერს დაიწყება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ 18 წლიდან მოქალაქეებს.
დედაქალაქის მერმა თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამის მონაწილეთა მომზადება-გადამზადებისთვის საჭირო გადასახადს მუნიციპალიტეტი თავად უზრუნველყოფს.

„პროგრამა 2018 წლიდან ავამოქმედეთ. 2018-2020 წლებში მოვახერხეთ 4.500-ზე მეტი მოქალაქის ჩართვა და მათგან უმრავლესობა უკვე დასაქმებულია. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე", – განაცხადა კახა კალაძემ.

პროფესიული გადამზადების პროგრამა ოთხი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯის ბაზაზე განხორციელდება. ეს კოლეჯებია: „იკაროსი", „მერმისი", „სპექტრი" და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.
სტუდენტები აუდიტორიაშუ - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნის სპეციალობებში მომზადება-გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას.
ყველა ახალი ამბავი
0