https://sputnik-georgia.com/20210908/tbilisis-meria-studentebs-swavlas-daupinansebs-259421199.html
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
Sputnik საქართველო
კახა კალაძის თქმით, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში 1.400-მდე სტუდენტი დაფინანსდა. 08.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-08T14:17+0400
2021-09-08T14:17+0400
2021-09-08T19:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/09/250843550_0:158:3359:2048_1920x0_80_0_0_63b458e31c7eea48c12d1d59b79d8a91.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველების ერთიან ბაზაში 150 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.განაცხადების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დაფინანსება ეხება თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს სწავლების ყველა საფეხურზე, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიურ მოსწრებაზე.91-100 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150.000-ის ტოლი ან ნაკლებია.71-90 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70.000-ს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70.010–150.000-ია, სემესტრული თანხის 70%;51–70 ქულა – სემესტრული თანხის 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 150.000-ზე.სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ.თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლა 5 ათასამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსა.
https://sputnik-georgia.com/20210830/iwyeba-studentebis-serceva-profesiul-saganmanatleblo-programebze-259139546.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/09/250843550_0:266:2376:2048_1920x0_80_0_0_a2df8cb4e9546be9824805f208052694.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , თბილისის მერია
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
14:17 08.09.2021 (განახლებულია: 19:15 08.09.2021) კახა კალაძის თქმით, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში 1.400-მდე სტუდენტი დაფინანსდა.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველების ერთიან ბაზაში 150 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
განაცხადების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დაფინანსება ეხება თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს სწავლების ყველა საფეხურზე, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიურ მოსწრებაზე.
91-100 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150.000-ის ტოლი ან ნაკლებია.
71-90 ქულა – სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70.000-ს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70.010–150.000-ია, სემესტრული თანხის 70%;
51–70 ქულა – სემესტრული თანხის 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 150.000-ზე.
სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ.
თბილისის მერიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლა 5 ათასამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსა.