https://sputnik-georgia.com/20211123/damsaqmebelta-asociacia-musaobis-motivacia-ar-aris-262308710.html
დამსაქმებელთა ასოციაცია: სამუშაო ადგილები არის, მაგრამ მუშაობის მოტივაცია – არა
დამსაქმებელთა ასოციაცია: სამუშაო ადგილები არის, მაგრამ მუშაობის მოტივაცია – არა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შრომის ბაზრის დარეგულირების მექანიზმის არარსებობაა, აღნიშნა მელაძემ. 23.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-23T18:02+0400
2021-11-23T18:02+0400
2021-11-23T22:55+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259204018_0:0:3182:1790_1920x0_80_0_0_0036a305586d6bd9080562ae25ac53cb.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე შრომისუნარიან მოქალაქეებს მუშაობის მოტივაცია არა აქვთ, განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ „მთავარის“ პრეს-კლუბში.ასეთი კომენტარი გააკეთა მელაძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე, რომ სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეები პროფესიულად გადამზადდნენ და დასაქმდნენ. პრემიერის თქმით, ამჟამად საქართველოში 600 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირია და აქედან 200 ათასი შრომისუნარიანია, ამიტომ მთავრობამ მათ მხოლოდ ფინანსურად კი არ დაეხმარება, არამედ ხელს შეუწყობს მათ დასაქმებასაც.მელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სწორია, ასოციაცია მას მიესალმება და მის რეალიზებას მხარს დაუჭერს. მაგრამ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებისთვის რომლებიც შრომისუნარიანი არიან, უნდა შექმნას მოტივაცია.მისი თქმით, ქვეყანაში არ არის შრომის ბაზრის რეგულირების მექანიზმები, ხოლო სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების სისტემა მოუგვარებელია. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც გადასაწყვეტია, აღნიშნა მან.დასაქმების პრობლემა სერიოზული გამოწვევაა მთავრობისთვის. უმუშევრობის დონე 2021 წლის მესამე კვარტალში 2,5%-ით გაიზარდა 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 19,5% შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20211122/samusao-socialuri-daxmarebis-nacvlad-raribasvili-262275780.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259204018_427:0:3156:2047_1920x0_80_0_0_1b5b87a1bdab84ef8198cad003a8b392.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
დამსაქმებელთა ასოციაცია: სამუშაო ადგილები არის, მაგრამ მუშაობის მოტივაცია – არა
18:02 23.11.2021 (განახლებულია: 22:55 23.11.2021) ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შრომის ბაზრის დარეგულირების მექანიზმის არარსებობაა, აღნიშნა მელაძემ.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე შრომისუნარიან მოქალაქეებს მუშაობის მოტივაცია არა აქვთ,
განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ „მთავარის“ პრეს-კლუბში.
ასეთი კომენტარი გააკეთა მელაძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე, რომ სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეები პროფესიულად გადამზადდნენ და დასაქმდნენ. პრემიერის თქმით, ამჟამად საქართველოში 600 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირია და აქედან 200 ათასი შრომისუნარიანია, ამიტომ მთავრობამ მათ მხოლოდ ფინანსურად კი არ დაეხმარება, არამედ ხელს შეუწყობს მათ დასაქმებასაც.
მელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სწორია, ასოციაცია მას მიესალმება და მის რეალიზებას მხარს დაუჭერს. მაგრამ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებისთვის რომლებიც შრომისუნარიანი არიან, უნდა შექმნას მოტივაცია.
„ადამიანი არ უნდა იჯდეს სახლში დახმარების იმედზე... უნდა გაჩნდეს მოტივაცია, რომ ადამიანმა, რომელიც სახლში ზის, ეძებოს სამუშაო“, – აღნიშნა მელაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში არ არის შრომის ბაზრის რეგულირების მექანიზმები, ხოლო სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების სისტემა მოუგვარებელია. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც გადასაწყვეტია, აღნიშნა მან.
დასაქმების პრობლემა სერიოზული გამოწვევაა მთავრობისთვის. უმუშევრობის დონე 2021 წლის მესამე კვარტალში 2,5%-ით გაიზარდა 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 19,5% შეადგინა.