კარასინი აბაშიძესთან საუბრისას „3+3“ ფორმატის შესახებ საქართველოს პოზიციით დაინტერესდა

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
კარასინმა და აბაშიძემ საქართველოს და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა აღნიშნეს.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ფორმატი „3+3“ განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს გრიგორი კარასინს შორის ონლაინ-რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე. იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან ერთად რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე „3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატივა ოქტომბრის დასაწყისში წამოაყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრისას.
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
საქართველო რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმატის „3+3“ ალტერნატივით გამოდის
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მონაცემებით, კარასინი დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა („3+3“) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის.
საუბრისას აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21,9%-ით და თითქმის 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ზახაროვა: „3+3“ ფორმატი ამიერკავკასიაში ყველა მისი სავარაუდო მონაწილის ინტერესს ემსახურება
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.
აღინიშნა, რომ ყაზბეგი–ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება.
საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმებას.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
ღარიბაშვილი: საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დიალოგი მომზადებას მოითხოვს
„მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როდის გაიმართება აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე შეხვედრები პრაღაში პირისპირ იმართებოდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, დიალოგი ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ჟენევის დისკუსიის ფარგლებში. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ შეწყდა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
პრაღის მოლაპარაკების ფორმატი 2012 წლიდან ამოქმედდა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. აბაშიძე და კარასინი შეხვედრისას იხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2012 წელს ქართულ საქონელზე ემბარგოს გაუქმება გახდა. მას შემდეგ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ყოველწლიურად უმჯობესდება.
ყველა ახალი ამბავი
0