https://sputnik-georgia.com/20211124/raribasvili-saqartvelosa-da-rusetis-warmomadgenlebs-soris-dialogi-momzadebas-moitxovs-262318459.html
ღარიბაშვილი: საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დიალოგი მომზადებას მოითხოვს
ღარიბაშვილი: საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დიალოგი მომზადებას მოითხოვს
Sputnik საქართველო
ქართველ ხალხს ეცოდინება, რა შედეგის მიღება სურს ამ შეხვედრიდან ხელისუფლებას, განაცხადა პრემიერმა. 24.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-24T08:30+0400
2021-11-24T08:30+0400
2021-11-24T14:33+0400
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_b4ad30730057691bfb60b674a6d41abc.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ორგანიზებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები კი აბაშიძე–კარასინის შეხვედრების დროს განიხილება.ამასთან მან აღნიშნა, რომ ქვეყანა დაიცავს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ქართველ ხალხს ეცოდინება, რა შედეგის მიღწევა სურს ხელისუფლებას ამ შეხვედრისგან.„ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად. მთლიანობაში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უნდა მოქმედებდეს. ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები გვაქვს და ყველა სხვა სახელმწიფოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთ შეხვედრებს სჭირდება კარგი მომზადება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.ამავე დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან ჩიხშია შესული.„რუსეთთან ურთიერთობებში პოლიტიკური მიმართულებით არავითარი პროგრესი არ გვქონია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ამასთან მან აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
https://sputnik-georgia.com/20211007/abasize-karasinis-sexvedra-seizleba-noembersi-gaimartos-260315444.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_166:121:1142:853_1920x0_80_0_0_dfa2bb6b1c9b7b485f03b7b103b43cee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ღარიბაშვილი: საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის დიალოგი მომზადებას მოითხოვს
08:30 24.11.2021 (განახლებულია: 14:33 24.11.2021) ქართველ ხალხს ეცოდინება, რა შედეგის მიღება სურს ამ შეხვედრიდან ხელისუფლებას, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ორგანიზებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები კი აბაშიძე–კარასინის შეხვედრების დროს განიხილება.
„ვფიქრობ, ასეთი პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება, და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პასუხად კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის ორმხრივი კონტაქტი შედგეს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ქვეყანა დაიცავს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ქართველ ხალხს ეცოდინება, რა შედეგის მიღწევა სურს ხელისუფლებას ამ შეხვედრისგან.
„ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად. მთლიანობაში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უნდა მოქმედებდეს. ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები გვაქვს და ყველა სხვა სახელმწიფოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთ შეხვედრებს სჭირდება კარგი მომზადება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამავე დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან ჩიხშია შესული.
„რუსეთთან ურთიერთობებში პოლიტიკური მიმართულებით არავითარი პროგრესი არ გვქონია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.