https://sputnik-georgia.com/20211007/abasize-karasinis-sexvedra-seizleba-noembersi-gaimartos-260315444.html
აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეიძლება ნოემბერში გაიმართოს
აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეიძლება ნოემბერში გაიმართოს
Sputnik საქართველო
ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მოლაპარაკებები პირისპირ გაიმართება თუ ონლაინ–რეჟიმში. 07.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-07T14:14+0400
2021-10-07T14:14+0400
2021-10-07T18:39+0400
პოლიტიკა
რუსეთი
ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ჩეხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23986/56/239865696_0:58:2000:1183_1920x0_80_0_0_b270752c419b1072eb48f147d6752a2b.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ დეკადაში გაიმართება. ამის შესახებ აბაშიძემ РИА Новости-ს განუცხადა.უფრო ადრე კარასინმა არ გამორიცხა, რომ აბაშიძესთან შეხვედრა, შესაძლოა, ოქტომბრის მეორე ნახევარში გამართულიყო.მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შეხვედრა პირისპირ გაიმართება თუ ონლაინ–რეჟიმში. „ყველაფერი მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა აბაშიძემ.აბაშიძისა და კარასინის წინა შეხვედრა მაისში გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.კარასინმა ივლისში აღნიშნა, რომ აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრის იმედი აქვს. მხარეები, ჩვეულებრივ, პრაღაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი. ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი რეგულარულად განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება.პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის ასევე ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული.
https://sputnik-georgia.com/20210927/abashidze-karasinis-shexvedra-oqtombris-meore-naxevarshi-gaimarteba-259937544.html
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23986/56/239865696_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_740786ff511e5241fcdfc1122b1f6a9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ჩეხეთი
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ჩეხეთი
აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა შეიძლება ნოემბერში გაიმართოს
14:14 07.10.2021 (განახლებულია: 18:39 07.10.2021) ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მოლაპარაკებები პირისპირ გაიმართება თუ ონლაინ–რეჟიმში.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ დეკადაში გაიმართება. ამის შესახებ აბაშიძემ
РИА Новости-ს განუცხადა.
უფრო ადრე კარასინმა არ გამორიცხა, რომ აბაშიძესთან შეხვედრა, შესაძლოა, ოქტომბრის მეორე ნახევარში გამართულიყო.
„ჩვენი შეხვედრა, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ დეკადაში გაიმართება“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, შეხვედრა პირისპირ გაიმართება თუ ონლაინ–რეჟიმში. „ყველაფერი მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა აბაშიძემ.
აბაშიძისა და კარასინის წინა შეხვედრა მაისში გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.
27 სექტემბერი 2021, 17:49
კარასინმა ივლისში აღნიშნა, რომ აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრის იმედი აქვს. მხარეები, ჩვეულებრივ, პრაღაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მოლაპარაკებების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი. ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი რეგულარულად განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება.
პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის ასევე ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული.