https://sputnik-georgia.com/20211119/saqartvelo-rusetis-winadadebaze-3-3-alternativa-262232897.html
საქართველო რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმატის „3+3“ ალტერნატივით გამოდის
საქართველო რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმატის „3+3“ ალტერნატივით გამოდის
Sputnik საქართველო
სამხრეთ კავკასიის მომავალს ეს სამი ქვეყანა გადაწყვეტს, განაცხადა ზალკალიანმა. 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T19:28+0400
2021-11-19T19:28+0400
2021-11-19T23:10+0400
პოლიტიკა
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257226_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_f18fe90a4d3bddd993f2aaf5ecfe1f5c.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების „3+3“ ფორმატზე თავისი ალტერნატიული წინადადება აქვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განიხილეს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან მოლაპარაკებების ფორმატის „3+3“ ინიციატივა რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე.რუსეთი ამ მექანიზმს განიხილავს, როგორც ძალზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების რეგიონული პრობლემების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.ლავროვმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ირანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ისევე, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ასეთი მექანიზმის შექმნით დაინტერესდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257226_227:50:1259:824_1920x0_80_0_0_604ae16c5c0aa0cb38674746386eaf11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფორმატის „3+3“ ალტერნატივით გამოდის
19:28 19.11.2021 (განახლებულია: 23:10 19.11.2021) სამხრეთ კავკასიის მომავალს ეს სამი ქვეყანა გადაწყვეტს, განაცხადა ზალკალიანმა.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების „3+3“ ფორმატზე თავისი ალტერნატიული წინადადება აქვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განიხილეს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, საქართველოსთან და თურქეთთან მოლაპარაკებების ფორმატის „3+3“ ინიციატივა რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე.
„ჩვენი ალტერნატივა არის ის ინიციატივები, რაც ჩვენ წამოვაყენეთ. იგივე სამეულის ფორმატი – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. თბილისი იქცეს დიალოგისთვის პლატფორმად. ჩვენ გვაქვს ამბიცია, შევთავაზოთ ჩვენს მეზობლებს ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში დაძაბულობის მოხსნას დაეხმარება. სწორედ ამ სამი ქვეყნის გადასაწყვეტია სამხრეთ კავკასიის მომავალი“, – განაცხადა ზალკალიანმა.
რუსეთი ამ მექანიზმს განიხილავს, როგორც ძალზე მნიშვნელოვან, პერსპექტიულ ფორმატს, სადაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების რეგიონული პრობლემების განხილვა რეგიონის სახელმწიფოების მონაწილეობით.
ლავროვმა უფრო ადრე აღნიშნა, რომ ირანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ისევე, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ასეთი მექანიზმის შექმნით დაინტერესდება.