დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ნოემბერი

© Depositphotos.com / Iagodinaფისო სვიტერში
ფისო სვიტერში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 21 ნოემბერია, კვირა. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ეს ის დღეა, როდესაც მდიდარ წარმოსახვას კარგი სამსახურის გაწევაც შეუძლია და ცუდისაც. ერთი მხრივ, გაჩნდება კარგი იდეები, ნამდვილი გამონათებები, მეორე მხრივ კი ადვილია ილუზიებსა და ფანტაზიებში „დაკარგვა“, რეალობასთან კავშირის გაწყვეტა. ეცადეთ, წონასწორობა არ დაკარგოთ. მოუსმინეთ სანდო ადამიანების რჩევებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს შესაძლოა წრილმანებზე ინერვიულოთ, იმაზე, რასაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მეგობრები შეეცდებიან განწყობა აგიმაღლონ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. დაგეხმარებათ საქმიანობა – სხვადასხვა საკითხის გადაჭრა, ახლობელი ადამიანების დახმარება. მოვლენებს განსხვავებული კუთხით უყურებთ და ეს დაგეხმარებათ, რომ არჩეულ გზას არ ასცდეთ. დღის მეორე ნახევარი კარგი იდეების დღეა.
ახალგაზრდები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ტოპ-ხუთეული
კურო: მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღეა. გამოჩნდება რაღაც ახალი საქმეები. წამოწყებების წარმატებაში ყოველთვის დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ მაინც ამას ენთუზიაზმით ეკიდებით. შესაძლებელია სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გაჩნდეს. ზოგიერთი ყოფითი საკითხის გადაჭრას ხარჯი შეიძლება დასჭირდეს. აჯობებს მარტივი საქმეების გაკეთება და საგრძნობი შედეგის მიღება, ვიდრე ოცნების კოშკების აგება და შემდეგ მიწაზე მწარედ დანარცხება.
ტყუპი: წვრილმანები, რომლებისთვისაც სხვა დროს შეიძლება ყურადღება არ მიგექციათ, დღეს ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე. აჯობებს, თუ არ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. მიეცით თავს დაფიქრებისა და სიტუაციაში გარკვევის დრო. დღის პირველ ნახევარში რთულია ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება, მეორე ნახევარი კი ბევრად მშვიდად ჩაივლის. შეგიძლიათ დაისვენოთ და თქვენთვის საინტერესო საქმე გააკეთოთ.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში მცირე გაუგებრობები, უიღბლო თანხვედრებია მოსალოდნელი, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს – მალე ყველაფერი მოგვარდება და დასანანი შემთხვევები აღარც გაგახსენდებათ. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან და თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ნებისმიერი სახის შემოქმედების, ასევე სწავლისა და სხვადასხვა კვლევითი საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
ქალები სიცილის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“
ლომი: სირთულეები იქნება, მაგრამ ეს ხელს სულ არ გიშლით – წარმოქმნილი პრობლემები მალე გვარდება, უსიამოვნო შედეგები მოსალოდნელი არაა. დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში და იცით, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. ადამიანებს შესანიშნავად ეკონტაქტებით. შეიძლება დაუმეგობრდეთ მათ, ვისთანაც მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები გქონდათ. არაა გამორიცხული რომანტიკული კავშირის დაწყება.
ქალწული: დილით გაგიჭირდებათ გონების მოკრება, ყურადღების ერთ რამეზე კონცენტრაცია. ეს, რა თქმა უნდა, გაგანაწყენებთ. სურვილი გაქვთ, რომ მალე გაუმკლავდეთ დაგეგმილ საქმეებს, მაგრამ ხან რაზე გიწევთ ყურადღებნის გადატანა და ხან – რაზე. მნიშვნელოვანია ემოციებთან გამკლავება, რაც საჭიროა, ყველაფერს მოასწრებთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს საქმეებში რაღაც დაყოვნებებია მოსალოდნელი.
სასწორი: მსუბუქი, იღბლიანი დღეა. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ბევრი რამ კარგად გამოდის. უნდა გამოიყენოთ ეს მომენტი და რამე მნიშვნელოვანი საქმის კეთებას შეუდგეთ. წარმატებებია მოსალოდნელი იქ, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება და ფანტაზიის უნარია საჭირო. კარგი დღეა ასევე ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია უთანხმოებების მოგვარება. შეხვედრა ძველ მეგობრებთან დიდ სიხარულს მოგიტანთ.
ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. შეძლებთ რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაჭრას. იღბლიანი თანხვედრები საინტერესო აზრებს გაგიჩენთ, დაგეხმარებათ პასუხის პოვნაში კითხვაზე, რომელიც ბოლო ხანს გაწუხებთ. შესაძლებელია თანხის მიღება, ასევე საჩუქრების. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა და განსაკუთრებით არ ღირს ძვირადღირებული რამის შეძენა – დღეს გაგიჭირდებათ სწორი არჩევნის გაკეთება.
მშვილდოსანი: მნიშვნელოვანია, რომ ნივთებსა და მოვლენებს რეალურად შეხედოთ. დღეს თუ ფანტაზიის ტყვეობაში აღმოჩნდებით, რისკავთ, რომ საკუთარ ილუზიებში გაებათ და ჩანაფიქრის განხორციელების შანსი ხელიდან გაუშვათ. კარგი იქნება მცირე პაუზის აღება საქმეებში, საზრუნავისგან ცოტა ხნით თავის დაღწევა, დასვენება. ბევრ თქვენგანს აუმაღლებს განწყობას გარემოს შეცვლა. ამისთვის აუცილებელი არაა შორს გამგზავრება.
თხის რქა: ეს ის დღეა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაივიწყოთ მიცემული დაპირებები, არ დაარღვიოთ შეთანხმებები და ზოგადად, ისე იმოქმედოთ, რომ არავინ გისაყვედუროთ, რომ არასაიმედო და უპასუხისმგებლო ხართ. საქმეები ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ გეგმების კარდინალურად შეცვლა საჭირო არ არის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრა, რომელიც სერიოზულ და მნიშვნელოვან ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: ხელსაყრელი დღეა, მაგრამ ასევე მშფოთვარეც. გინდათ, ბევრი რამ სხვაგვარად გადააკეთოთ, მაგრამ ვერ გაგირკვევიათ, რომლით დაიწყოთ. ცდილობთ, ორომტრიალს დააღწიოთ თავი, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით. ამ „აყალმაყალში“ შეიძლება მხიარული გაუგებრობები და შემთხვევებიც მოხდეს, რაც გაგამხიარულებთ და ამას მომავალში არაერთხელ გაიხსენებთ. ასევე სასიახრულო იქნება მეგობრებთან შეხვედრა.
თევზები: დიდი ალბათობით, რამე მნიშვნელოვანი მოვლენა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დღე საკმაოდ იღბლიანად აეწყობა. ბევრი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ. ღირს მეგობრებთან შეხვედრა, კარგად ჩაივლის ხანმოკლე მგზავრობა, სეირნობა, ექსკურსიები. გაგიჩნდებათ უჩვეულო იდეები, გეგმები. მათ განხორციელებას, სავარაუდოდ, დაუყოვნებლივ ვერშეძლებთ, მაგრამ სამაგიეროდ დრო გექნებათ ყველაფრის დეტალურად გათვლისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0