დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 20 ნოემბერია, შაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
პოზიტიური ემოციებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე დღეა. მოვლენები სრულიად მოულოდნელი მიმართულებით ვითარდება, გეგმების გზადაგზა შეცვლა ხდება საჭირო, მაგრამ ეს არავის ანერვიულებს – პირიქით, ამას მხოლოდ სიხარული მოაქვს. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, შემთხვევითი შეხვედრები, რომლებიც შემდეგ ნამდვილ სიყვარულში შეიძლება გადაიზარდოს. ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და სერიოზულ ხასიათს მიიღებს და დიდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადამიანების ცხოვრებაში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ნოემბერი – სავსემთვარეობა, მთვარის დაბნელება>>
ვერძი: იღბლიანი დღეა, თუმცა არცთუ ნაყოფიერი. სასურველია დასვენება, ვიდრე რამის კეთება, რადგან სამუშაოზე ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. გელოდებათ უამრავი საინტერესო საუბარი, მოულოდნელი წინადადებები, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. თქვენ ეცდებით, რომ მოცემული შანსები ხელიდან არ გაუშვათ. გაგახარებთ შეხვედრები ძველ საქმიან პარტნიორებთან. არაა გამორიცხული, რომ მათგან საინტერესო წინადადება მიიღოთ.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი და შეიძლება გაგიჭირდეთ გარკვევა, საიდან უნდა დაიწყოთ. არ იჩქაროთ – საკმარისი დრო გაქვთ იმისთვის, რომ სიტუაციაში გაერკვეთ და მიხვდეთ, როგორ ჯობია მოქმედება. კარგი დღეა გეგმების დასაწყობად სამუშაოსა თუ პირად სფეროში. მოვლენებს რეალურად უყურებთ და ილუზიებს არ აგებთ. საღამო გპირდებათ რომანტიკულ სიურპრიზებს, შეხვედრას, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.
ტყუპი: დღის დასაწყისში შესანიშნავი სიახლეები შეიძლება შეიტყოთ. ამავე პერიოდში დიდი ალბათობაა რაღაც იღბლიანი თანხვედრების, მოვლენების, რომლებიც საინტერესო აზრებს გააჩენს. მიხვდებით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმისთვის, რომ მოაწესრიგოთ არა მხოლოდ ადგილი, სადაც ცხოვრობთ ან მუშაობთ, არამედ ფიქრები, გაერკვეთ საკუთარ აზრებში, გაანაწილოთ პრიორიტეტები.
კირჩხიბი: დღის დასაწყისი არცთუ ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. განიცდით ნებისმიერი წვრილმანის გამო, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გიშლით ხელს. უკვე რამდენიმე საათში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, საგრძნობი გახდება ვარსკვლავების მხარდაჭერა და ადვილად შეძლებთ ემოციებთან გამკლავებას, იმის გაგება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: სერიოზული საუბრები და მნიშვნელოვანი შეხედრები, სჯობს, დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ. დილით გიჭირთ საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან. ხანდახან სულ მცირე წვრილმანი გწყინთ და მწვავედ რეაგირებთ უმნიშვნელო შენიშვნაზე. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ, ეს გაგახარებთ და ოპტმიზმით აგავსებთ.
ქალწული: სასიამოვნო, ნაყოფიერი დღეა. საქმეებს სწრაფად უმკლავდებით. შესაძლებელი იქნება რაღაც ძველი შეცდომების გამოსწორება. მოსალოდნელია მცირე ყოფითი პრობლემები, მაგრამ სერიოზული – არაფერი. დრო დასვენებისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვისაც დაგრჩებათ. ურთიერთობები თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან პოზიტიური ემოციებით დაგმუხტავთ. შეგიძლიათ მათთან თქვენი გეგმები განხილვა – ისინი კარგ რჩევებს მოგცემენ და გვერდში დაგიდებიან.
სასწორი: შესანიშნავი დღეა თქვენთვისაც და თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვისაც. ბევრს ეხმარებით, ადვილად წყვეტთ სხვის პრობლემებს. იოლად აგვარებთ სასარგებლო საქმეებს. ბევს გაუჩნდება თქვენთან დამეგობრების სურვილი. ახალი ადამიანების გაცნობა ძალზე სასიამოვნო იქნება – არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ. საღამოს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით კარგი სიახლეები გელოდებათ.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2019
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას
მორიელი: გეჩვენებათ, რომ მშვენიერი და გრანდიოზული გეგმები გაქვთ, მაგრამ ჯანსაღი აზრი გკარნახობთ, რომ ჩანაფიქრის განხორციელება, დიდი ალბათობით, არარეალურია. ცდილობთ, რომ ილუზიებს არ აჰყვეთ და არ მოუსმინოთ მათ, ვინც სასურველს სინამდვილედ აღიქვამს. საბედნიეროდ, შეძლებთ უაზრო განცდებისა და ცრუ იმედების თავიდან აცილებას. დღე მშვიდად არ ჩაივლის, შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.
მშვილდოსანი: მსუბუქი და ხელსაყრელი დღეა. ბევრი რამ კარგად გამოგდით. შეიძლება დიდი ხნის სურვილები აგიხდეთ. ადამიანები თქვენ მიმართ დიდი ინტერესს იჩენენ, მაგრამ ყველას არ ენდოთ. მოსალოდნელია საჩუქრების მიღება, სასიამოვნო სიურპრიზები, ყურადღება საწინააღმდეგო სქესის ადამიანების მხრიდან. ასევე არაა გამორიცხული თანხის მიღება. შეგიძლიათ მისი დახარჯვა, რადგან დღეს დაუგეგმავად რამის შეძენა გაამართლებს.
თხის რქა: მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიურად განეწყოთ. დღის პირველი ნახევარი შეიძლება რთული პერიოდი აღმოჩნდეს, რადგან ემოციური ფონი არასტაბილური იქნება. მწვავედ რეაგირებთ წვრილმანებზე, მაგრამ თანდათანობით გაძლიერდება დადებითი ტენდენციების გავლენა და მიხვდებით, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმ საქმეების დასარულებლად, რომლებზეც დიდი დრო და ძალა დახარჯეთ.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. განსაკუთრებით გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა და რომანტიკული პაემანი. შესანიშნავად ეწყობით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, მათი მშვენივრად გესმით. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაგიჩნდებათ არაერთი კარგი იდეა. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, საკუთარ თავში რაღაც ახალი ნიჭი აღმოაჩინოს. შეძლებთ ამ ნიჭის განვითარებას, ახლის სწავლას.
თევზები: შესანიშნავი დღეა თანამშრომლობის, ერთობლივი საქმიანობისთვის. ადვილად და სიამოვნებით ურთიერთობთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ინტერესებსა და ცხოვრებაზე შეხედულებებს იზიარებენ. არაა გამორიცხული მეგობრული ურთიერთობების დაწყება და ასევე ერთი ნახვით შეყვარება. შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც ამისთვის მცირე დრო გქონდეთ. ბევრ რამეში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ყველა ახალი ამბავი
0