დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ნოემბერი – სავსემთვარეობა, მთვარის დაბნელება

© Pixabay / jplenioსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 19 ნოემბერია, პარასკევი. სავსე მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
სავსემთვარეობასთან ერთად არის მთვარის დაბნელება. მას ნაწილობრივი დაბნელება ეწოდება, თუმცა მთვარე თითქმის 99 პროცენტით დაიჩრდილება.
ეს ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალზე მძლავრი მოვლენაა, რომელიც მომდევნო დაბნელებების ციკლს უხსნის გზას – პირველი იქნება მთვარის სრული დაბნელება 4 დეკემბერს – და იწყებს ყველა მიმართულებით ტრანსფორმაციის პროცესს. უახლოეს ორ წელიწადში შვიდი დაბნელება მოხდება, რომლებიც კარდინალურ ცვლილებებსა და მოვლენებს ვარაუდობს და რომლებიც მტკიცედ და მოთმინებით უნდა გადავიტანოთ. მოგვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, იმის გაკეთება, რაც ადრე არ გაგვიკეთებია, მაგალითად, წყენის პატიება, დათმობა, შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
კოსმოსურ მოვლენას ყველაზე კარგად დაინახავენ ავსტრალიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიიდან, მაგრამ მის გავლენას პლანეტაზე ყველა შეიგრძნობს.
მთვარის დაბნელების ენერგია მაღალი ემოციური დაძაბულობით, განცდებითა და სტრესით ხასიათდება. ნეგატიური ემოციების შესამცირებლად სპეციალისტები გვირჩევენ, მოვერიდოთ ტოქსიკურ ადამიანებს და შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში გავატაროთ დრო.
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, რომ ეს დღე აღვიქვათ არა როგორც პრობლემა, არამედ როგორც ახალი ცხოვრების დასაწყისი.
რისი გაკეთება არ შეიძლება 19 ნოემბერს, სავსემთვარეობის დღეს:
გადაწყვეტილებების მიღება მნიშვნელოვან სამუშაოსთან დაკავშირებით
ქირურგიული ოპერაციების ჩატარება
კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება
ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა
ურთიერთობების გამორკვევა
მოგზაურობა, მივლინებაში წასვლა
იმიჯის შეცვლა, მანიპულაციები გარეგნობასთან მიმართებით.
რისი გაკეთება შეიძლება 19 ნოემბერს, სავსემთვარეობის დღეს:
მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება
სხეულის, სივრცის, სახლის გაწმენდა
დაწყებული საქმეების დამთავრება
უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება
წარსული მოვლენების გაანალიზება და შეჯამება.
სავსემთვარეობის დღე ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძი: გეგმებთან მიმართებით ყურადღებაა საჭირო. ასტროლოგიური ენერგია მაღალია და ეს უნდა გამოიყენოთ. შეაფასეთ, შეძლებთ თუ არა მოქმედებას ამა თუ იმ მომენტში და შეუდექით საქმეს. მიზანს მიაღწევთ, თუ არ გააჭიანურებთ საქმეს.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
კურო: თქვენგან დახმარებას ირგვლივ ყველა ელის. მზად იყავით, რომ მოგმართავენ თხოვნით, რომლებიც ხანდახან უცნაურად და შეუსრულებლად მოგეჩვენებათ. მთავარია, თავის კონტროლი არ დაკარგოთ და გარშემომყოფებზე არ იყაროთ ჯავრი.
ტყუპი: პატიოსანი უნდა იყოთ თანამოსაუბრეებისა და საკუთარი თავის მიმართ. თუ რამის თქმა გინდათ, თქვით და არ შეუშინდეთ სიმართლის პირში თქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში გულში ჩატოვებული ცუდად იმოქმედებს თქვენზე.
კირჩხიბი: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობას. ყველაფერი ადვილად გამოგივათ, მაგრამ ეს დიდ ძალას წაგართმევთ, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ, გააკეთეთ შესვენებები დროდადრო.
ლომი: უნდა მოერიდოთ ლაპარაკს, თუ ეს თქვენთვის არაფრისმომცემია. მაგალითად, თუ ადამიანთან საუბრობთ და სასაუბრო თემა არ გაინტერესებთ, პირდაპირ უთხარით მას ამის თაობაზე. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ საქმეებს, რადგან ისინი უფრო მნიშვნელოვანია. იფიქრეთ დასვენებასა და ენერგიის აღდგენაზე.
მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2019
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე
ქალწული: იყავით უფრო გულღია, არ მოგერიდოთ არც საკუთარი თავის და არც ირგვლივ მყოფების. თუ გგონიათ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობებში რაღაც ახალი და საინტერესო ჩნდება, ამას ყურადღება მიაქციეთ.
სასწორი: საერთოდ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ რაღაც ახალი ხდება. სჯობს, გონების კონცენტრაცია იმაზე მოახდინოთ, რაც გაქვთ ამ დროისთვის და ამავე მიმართულებით განაგრძოთ მუშაობა.
მორიელი: აუცილებელია ყურადღების გამახვილება ოჯახურ ცხოვრებაზე და სამუშაოსა და მეგობრებისგან დროებით დასვენება. შესაძლოა, სახლში რაღაც პრობლემებია, რომლებსაც ვერ ამჩნევთ, მაგრამ მათი გადაჭრა სწორედ დღეს არის მნიშვნელოვანი.
მშვილდოსანი: ყურადღებით იყავით გარშემომყოფებთან მიმართებით. არაა გამორიცხული, რომ ვიღაცას თქვენი გამოყენება უნდა და კარგი იქნება, თუ ამას ახლავე მოაგვარებთ, რადგან მომავალში ეს საკითხი უფრო დამძიმდება და ბევრად პრობლემური გახდება.
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2019
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
თხის რქა: ფინანსებთან დაკავშირებით იფრთხილეთ. შეიქმნება ბევრი პროვოკაციული სიტუაცია, როდესაც „ფულის დახარჯვის ჭია“ შეგიჩნდებათ. მაგრამ აჯობებს, თუ ამ ცდუნებას გაუძლებთ, თანხას გადადებთ და რამე უფრო სერიოზულისთვის შეგროვებას დაიწყებთ.
მერწყული: მეტად თავდაჯერებული უნდა იყოთ. შესაძლოა, სწორედ დღეს გელოდებათ რაღაც მნიშვნელოვანი და ამ მომენტშია საჭირო ყველანაირი ეჭვის უკუგდება საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. გწამდეთ საკუთარი თავის.
თევზები: მნიშვნელოვანი საქმის წინ მცირე პაუზაა საჭირო. აჯობებს, თუ დროს რაღაც წვრილმანებზე არ დახარჯავთ და გზას დაბეჯითებით განაგრძობთ მიზნისკენ, რომლისკენაც ასე მიისწრაფვით.
ყველა ახალი ამბავი
0