https://sputnik-georgia.com/20211118/aucileblobis-semtxvevasi-saakasvils-samoqalaqo-klinikasi-gadaiyvanen-262175323.html
წულუკიანი: აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ
წულუკიანი: აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ასეთი აუცილებლობა არ არის, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T12:32+0400
2021-11-18T12:32+0400
2021-11-18T17:32+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257703_0:130:1280:850_1920x0_80_0_0_3ae3936e08fc993e26384f4c95133bce.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლობის შემთხვევაში ციხის კლინიკიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს>>სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მან მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ის რუსთავის საპყრობილიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის.სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობებს ამზადებს. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეიძლება კლინიკის შტურმით აღება სცადონ. სუსი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს.კალაძე: სააკაშვილი არის რიგითი პატიმარი>>„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები.
https://sputnik-georgia.com/20211117/zurabisvili-saakasvilis-janmrteloba-qveynis-destabilizaciis-instrumenti-seizleba-gaxdes-262164861.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251257703_149:128:1134:867_1920x0_80_0_0_b6e5ce283d77bd56b545335457bb25f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში
წულუკიანი: აუცილებლობის შემთხვევაში სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ
12:32 18.11.2021 (განახლებულია: 17:32 18.11.2021) ამ დროისათვის ასეთი აუცილებლობა არ არის, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლობის შემთხვევაში ციხის კლინიკიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მან მედიკამენტების მიღება შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ის რუსთავის საპყრობილიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
„შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ეს არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი. არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, იმიტომ რომ როგორც კი გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება“, – განაცხადა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობებს ამზადებს. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეიძლება კლინიკის შტურმით აღება სცადონ. სუსი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები.